რატომ იღებდნენ ბანოვანი სეფექალები მტკვართან სელფს? – “ერისიონმა” რიყეზე ძველი თბილისი გააცოცხლა (ფოტორეპორტაჟი)
თბილისის ისტორიულ უბანში გუშინ მე-19 საუკუნის საქართველო გაცოცხლდა. ბანოვანი ქალები, ჩოხოსნები, კინტოები და ძველი თბილისის პეიზაჟები, – “ერისიონმა” რიყეზე ტრადიციული ქართული სანახაობა მოაწყო. გადასაღებ მოედანზე, ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის გარდა, გუშინ თბილისის კოლორიტებსაც შენიშნავდით.
როგორც ირკვევა, გადაღებები “ეკა ხოფერიას თოქ-შოუს” უკავშირდება. გადაცემა, რომელიც ეთერში 14 ოქტომბერს გავა, თბილისობას და თბილისურ ტრადიციებს მიეძღვნება. ეკა ხოფერიას სტუმრები ამჯერად “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი და დედაქალაქის ცნობილი კოლორიტები იქნებიან. “რას ნიშნავს თბილისელობა”, – ეს იქნება თოქ-შოუს ერთ-ერთი მთავარი თემა, რომლის გარშემოც საზოგადოება ბევრ საინტერესო ისტორიას მოისმენს. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, სადაც ასახულია, თუ რა ხდებოდა გუშინ გადასაღებ მოედანზე.