რატომ იმატებენ წყვილები ქორწინების შემდეგ წონაში – ზაზა თელია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე საუბრობს(ვიდეო)

დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რა შეიძლება ქორწინების შემდეგ წონაში მომატების მიზეზი იყოს:
– ცხოვრების წესის ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ შორის, აღსანიშნავია:
გაზრდილი კომფორტი და დასვენება: ქორწინებას ხშირად მოაქვს სტაბილურობისა და კომფორტის გრძნობა. ამან შეიძლება, მოტივაციის დაქვეითება გამოიწვიოს და მკაცრი ფიტნეს-რუტინა ვერ შევინარჩუნოთ. ფიზიკური აქტივობა ქვეითდება.
გაზიარებული კვება და კვების ჩვევები – აქ საღამოს, 6 საათის შემდეგ კვება უნდა აღინიშნოს. უმოძრაო ცხოვრების წესი.
ნაკლები ფოკუსირება “მიმზიდველობაზე” – ქალები უფრო მეტად მაინც ცდილობენ, მიმზიდველები დარჩნენ მეორე ნახევრისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. მამაკაცები ამას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.
გაზრდილი სოციალური შეკრებები – ახალდაქორწინებულ წყვილს ხშირად სტუმრობენ მეგობრები და თავადაც ხშირად ეპატიჟებიან სტუმრად. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საკვებისა და ალკოჰოლის მიღებასთან ასოცირდება და წონაზეც აისახება.

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები