რატომ იზრდება ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა? – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსით გარდაცვალების ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება. საქართველოს დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, რომ მომდევნო ორ კვირაში გარდაცვალებულთა რაოდენობა მოიმატებს.

აღნიშნულზე კომენტარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა:

„საყურადღებოა, როდესაც შემთხვევების რაოდენობა იწყება, ამას სიკვდილობის რაოდენობის მატება 2-3 კვირის დაგვიანებით მოჰყვება, დღეს კლინიკებში პაციენტების გარკვეული ნაწილი რჩება, რომლებიც მძიმე დმგომარეობაში არიან. ჯერჯერობით, ამ დაავადების მეტად ეფექტური მართვის გზა არ არსებობს, ამდენად, სიკვდილობის შემთხვევების ასეთი მატება განპირობებულია იმით, რომ პაციენტები, რომლებიც კლინიკაში მოხვდნენ, 1,2 კვირის წინ, იქ ვერ დადგა ის გამოსავალი, რომელიც მათი გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემდა“, – განმარტა გაბუნიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები