1 528 941 ხმა ფაჩულიას და ოლ სტარამდე დაკლებული 1 ნაბიჯი.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 2017 წლის “ოლ სტარის” გამოკითხვაში 1 528 941 ხმა (!) მიიღო და დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დურანტს ჩამორჩა, თუმცა, გამოკითხვის ახალი ფორმატის თანახმად, მაინც სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა.
ქართველი ცენტრი ნბა-ს მოთამაშეებმა და ჟურნალისტებმა დააღალატეს, რომელთაც ზაზას, შესაბამისად, მე-12 და მე-10 ადგილები მიუჩინეს. შედეგად, ფაჩულიას კოეფიციენტი 6.25-ს გაუტოლდა და ის დასავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზე აღმოჩნდა.
ცხადია, ეს ქართველი კალათბურთელისთვის მაინც დიდი წარმატებაა, რადგანაც ის კონფერენციაში მხოლოდ დურანტს, კავაინ ლეონარდს, ენტონი დევისს, დემარკუს კაზინსსა და დრეიმონდ გრინს ჩამორჩა, უკან კი მარკ გასოლი, კარლ-ენტონი თაუნსი, ლამარკის ოლდრიჯი და დეანდრე ჯორდანი მოიტოვა.
განაგრძეთ კითხვა:http://fortuna.ge