რატომ ეწინააღმდეგებიან ფემინისტები ალენ დელონისთვის კანის ფესტივალის ჯილდოს გადაცემას

Festival-cannes-ი ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ ფემინისტები ალენ დელონისთვის კანის ფესტივალის ჯილდოს გადაცემას ეწინააღმდეგებიან.

კანის 72-ე კინოფესტივალზე “ოქროს პალმის რტოს” ლაურეატი 83 წლის მსახიობი – ალენ დელონი უნდა გახდეს. ამის შესახებ კანის ფესტივალის კომიტეტმა 17 აპრილს განაცხადა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მთავარი მოწინააღმდეგენი ფემინისტები არიან.

მთავარი მიზეზი კი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ალენ დელონის შეხედულებებია.

მსახიობი არაერთხელ გამოსულა ერთსქესიანთა ქორწინებისა და მათთვის შვილად აყვანის უფლების მიცემის წინააღმდეგ. ასევე, მისი აზრით, საფრანგეთი თეთრი რასის წარმომადგენელი ადამიანების ქვეყნად უნდა დარჩეს.

სოციალურ ქსელებში მსახიობ ალენ დელონისთვის ჯილდოს გადაცემის წინააღმდეგ პეტიციაც გავრცელდა, რომელსაც 18 ათასი ხელმომწერი აქვს.

წინააღმდეგობებისა და პეტიციების მიუხედავად, კანის კინოფესტივალის კომიტეტი მიიჩნევს, რომ მსახიობს ჯილდო აუცილებლად უნდა გადაეცეს.

„ჩვენ “ნობელის პრემიით” არ ვაჯილდოებთ ადამიანებს. “ოქროს პალმის რტო” დელონს სამსახიობო ნიჭისთვის გადაეცემა“, – განაცხადა კანის კინოფესტივალის დირექტორმა, ტიერი ფრემომ.

კომენტარები

სხვა სიახლეები