რატომ ეშინიათ მამაკაცებს დაოჯახების – ბერბიჭად დარჩენის 9 მიზეზი

ამ თემაზე ალბათ ყველა თანამედროვე ქალს უფიქრია და კითხვაც ხშირად დაუსვამს საკუთარი თავისა თუ სხვებისთვის: რატომ იკავებენ დაოჯახებისგან თავს კაცები, ან რატომ არ სურთ მამაკაცებს, რომ მათ ხელი სთხოვონ? რატომ ხდება ისე, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს დაოჯახებაზე ლაპარაკიც კი არ სურთ და ამაზე ფიქრიც კი აშინებთ?! მით უმეტეს, მაშინ, როცა გოგონები ხშირად მზად არიან, ჩაიცვან თეთრი საქორწინო კაბა და თავით გადაეშვან ოჯახური თანაცხოვრების მორევში. ერთმნიშვნელოვნად ამ კითხვებზე პასუხები არც არსებობს.

ყველა მამაკაცი განსხვავებულია, მათ აქვთ სხვადასხვა განათლება, აღზრდა, მსოფლმხედველობა, აზრები და პრიორიტეტები. ამიტომაც, დაოჯახების შიშის მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მოდით, შევეცადოთ მიზეზების გარკვევაში, თუ რატომ სურთ ან ურჩევნიათ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს დარჩნენ ბერბიჭებად.

ქალების საყურადღებოდ კი აქვე უნდა ითქვას, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, არ არის გამორიცხული, მომავალი საკუთარი თანამგზავრის შესახებ, ბევრ ასპექტსა და მნიშვნელოვან საკითხში გაერკვიონ და შესაძლოა, საბოლოოდ, საოცნებო ნიშნობის ბეჭედი მათ არათითზეც კი აბრჭყვიალდეს.

მაშ ასე – 9 მიზეზი, რის გამოც მამაკაცი თავს არიდებს დაოჯახებას და გარანტირებული აქვს მარტოხელის სტატუსი.

1. მატერიალური არასტაბილურობა

ბევრი თანამედროვე მამაკაცი მიიჩნევს, რომ ისინი საკმარისად შეძლებულნი არ არიან, რათა მომავალ მეუღლესა და შვილებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. ხშირად მათ ეშინიათ, რომ ვერ შეძლებენ ოჯახის სათანადოდ უზრუნველყოფას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უბრალოდ არ არიან დარწმუნებულნი საკუთარ თავში.

1

2. თავისუფლების დაკარგვის შიში

ძლიერი სქესის ზოგიერთ წარმომადგენელს გულწრფელად ეშინია, გახდეს დამოკიდებული ცოლზე და დაკარგოს მისთვის ესოდენ ღირებული თავისუფლება. ყველაზე ხშირად მათ მიაჩნიათ, რომ ნორმალური თანაცხოვრება ან სამოქალაქო ქორწინება მათ არაფერს ავალდებულებს. აი ოფიციალური ქორწინება კი, მათ ყველაფერში ხელ-ფეხს უკრავს.

2

3. მკაცრი მშობლები
ზოგჯერ ბიჭს საკუთარი მშობლებიც კი უღობავენ გზას ოჯახური ბედნიერებისკენ. ისინი შვილის დანიშვნის ღიად წინააღმდეგნი არიან. მკაცრი დედ-მამის ასეთი ქცევის მიზეზი (მათივე განმარტებით), შეიძლება იყოს შეუფერებელი და დაწუნებული სარძლო. ან სულაც უბრალოდ, პირადი შეხედულება, რომ მათი ბიჭი ჯერ კიდევ პატარაა რთული ოჯახური ცხოვრებისთვის.

3

4. პასუხისმგებლობის შიში

თანამედროვე მამაკაცები პასუხისმგებლობის შიშსაც განიცდიან. აცნობიერებს რა, რომ დაოჯახების შემდეგ მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ცოლსა და ბავშვებზე. გარდა ამისა, ასეთი პასუხიმგებლობა მოიცავს ბავშვის განათლებას, აღზრდას, მისთვის ხასიათის და კარგი თვისებების ჩამოყალიბებას და შვილისთვის საკუთარი თავიდან გამომდინარე, კარგი მაგალითის მიცემას. ამისთვის კი ყველა არაა მზად.

 4

5. არასწორი არჩევანის გაკეთების შიში

ბევრ მამაკაცს ხშირად ყველაზე მეტად აშინებს სწორი არჩევანის დაკარგვა – აქედან გამომდინარე, არასწორი ნაბიჯის გადადგმა. ასეთი ტიპის კაცებისთვის ყველა ქალი კითხვის ნიშანია, ვინაიდან ფიქრობს, რომ სადღაც, სხვაგან კიდევ არსებობს ალბათ სხვა ქალიც, რომელიც მის რჩეულზე უკეთესია. მეორე მხრივ, ეს არასტაბილურობის და ეგოიზმის მაჩვენებლადაც მიიჩნევა და კაცის მოქმედება ჩვეულებრივ ნადირობას ემსგავსება. ისინი ფიქრობენ, რომ მომავალ სამოქალაქო ქორწინებაში, ნებისმიერ მომენტში თუ მას ერთობლივი თანაცხოვრება დაღლის და მწყობრიდან გამოიყვანს, ან გააღიზიანებს, შეუძლია, რომ მარტივად შეწყვიტოს ეს ურთიერთობა. თუმცა, ქორწინების მოწმობაზე დასმული ხელმოწერა და ბეჭედი მას ამ შანსებს გარკვეულწილად მინიმუმამდე უზღუდავს.

5

6. საყვარელი ქალის მიმართ იმედგაცრუების შიში

ხდება ისეც, რომ თანამედროვე ჯენტლმენებს საკუთარი რჩეულის იმედგაცრუებისაც ეშინიათ. როდესაც ხანგრძლივი ურთიერთობისას გოგონას ყველა უარყოფითი ხარვეზი ზედაპირზე ამოტივტივდება, დროის რაღაც მონაკვეთში ამან კაცი შეიძლება მიიყვანოს იმ დასკვნამდე, რომ ეს ის პრინცესა არაა, რომელზეც ის მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ასეთ სიტუაციაში, ხშირად ის მაინც ინარჩუნებს ურთიერთობას ასეთ გოგონასთან, თუმცა, მეორე მხრივ, გვერდით ის უკვე ეძებს ახალ მეწყვილეს.

6

7. ხელის თხოვნის შიში
ხშირად მამაკაცებს ძალიან აშინებთ საკუთარ ლედისთვის დაქორწინების შესახებ წინადადების შეთავაზება და ხელის თხოვნა. აქ ადგილი აქვს პანიკურ შიშს ქალის მხრიდან უარის მიღების თაობაზე. ასეთ კავალერებს დიდხანს უწევთ ოცნება იმაზე, რომ საკუთარ რჩეულს ცოლი დაუძახონ. თუმცა, ამ ნაბიჯის გადადგმა დიდი ხნის მანძილზე მაინც ვერ ხდება. ამიტომ ნუ დაგავიწყდებათ თქვენი რჩეული ქალის ხშირად დარწმუნება იმაში, რომ თქვენ ის გიყვართ და აფასებთ.

7

8. შეხედულება, რომ ქორწინებით შეიძლება გაფუჭდეს ყველაფერი

კაცობრიობის ძლიერ ნახევარს სჯერა, რომ ქორწინება აფუჭებს ყველაფერს და, პირველ რიგში – ურთიერთობას. ყველაზე ხშირად ეს თვალშისაცემია ახლად დაქორწინებულთა ჩხუბისა და კამათის დროს. კაცებს უბრალოდ არ სურთ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ამიტომაც გაურბიან ყველანაირ საუბარს დაოჯახების შესახებ.

8

9. გაუმაძღრობა

არსებობენ ისეთი ტიპის მამაკაცებიც, რომლებსაც ეშინიათ ოჯახური ცხოვრებისა და გაუმაძღრობის. მათი შიში ხასიათდება იმით, რომ არ დაკარგოს მთელი მისი „სიმდიდრე“, მომავალი მეუღლის თავდასხმებით. ბევრი მათგანი საკუთარ ძველმოდურ მანქანასა და არცთუ ისე კეთილმოწყობილ სახლს ნამდვილ ავლა-დიდებად მიიჩნევს, რომელიც, მათი აზრით, შეიძლება ადვილად წაართვას გაყრის შემთხვევაში მისმა მეუღლემ.

9

აქედან გამომდინარე, ქალთა საყურადღებოდ უნდა ითქვას, რომ რაც არ უნდა იყოს, თუ მამაკაცს თქვენთვის ჯერ კიდევ არ გაუკეთებია დიდი ხნის ნანატრი წინადადება, რომ გახდეთ მისი მეუღლე, ნუ გამოიტანთ წინასწარ დასკვნებს. ალბათ მას საამისოდ სერიოზული მიზეზი აქვს. გახსოვდეთ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. და კიდევ – დაფიქრდით, იქნებ გარკვეული ქმედებებით მის ამ ნაბიჯებს თქვენც უკეთებთ პროვოცირებას.

kacebi-2

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, არსებობს ასეთი გამოთქმაც, რითაც მე ამ სტატიის დასრულება მსურს: “ბერბიჭა – ეს არის ადამიანი, რომელსაც ბედნიერებისთვის ყველაფერი აქვს და ამიტომაცაა, რომ ის აღარ ქორწინდება“…

სპეციალურად “კვირასთვის” – ლექსო ბექაური

კომენტარები

სხვა სიახლეები