როგორც ჩანს, მოდა ძალიან არამდგრადი ბიზნესია. თანაც ხანდახან ძალიანაც წამგებიანი თუ კი Burberry-ის უკანასკნელ ანგარიშებს გავითვალისწინებთ, ამ შესანიშნავმა ბრენდმა გასული წლის განმავლობაში 28 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის პროდუქტი გაანადგურა.
ხოლო, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Burberry-მ 90 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ნაწარმის განადგურება მოახდინა. ასეთი გადაწყვეტილების მიზანი ბრენდის იმ სამოსის თუ სხვა მოდური ნაწარმის გადაყიდვისგან დაცვაა, რომელიც არ გაიყიდა და „ჩაწვა“.
ვერგაყიდული ნაწარმის დაწვა ამ ბიზნესში ჩვეული მექანიზმია, თუმცა ის მუდმივად ხდება კრიტიკის საგანი მომხმარებლებისა თუ გარემოს დამცველი ორგანიზაციების მხრიდან. ამავე დროს Burberry-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ რათა მათ მიერ ნაწარმის განადგურებამ ნაკლები ზიანი მოუტანოს გარემოს.
Prev Post
სხვა სიახლეები