რატომ დაესწრო ინდირა ჯგერნაიას მშობიარობას 14 ადამიანი

მომღერალ ინდირა ჯგერნაიას ახლახან ბიჭი შეეძინა. მან ანდრია საყვარელი მამაკაცისგან გააჩინა.
როგორც ინდირა ამბობს, ბავშვის მამას, რომელთანაც ოფიციალურად ქორწინებაში არ იმყოფება,  მესიჯი მისწერა, მაგრამ მამას ეძინა და ბავშვის სანახავად დილას მივიდა.
მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას დასძენს, რომ მისი მშობიარობა 16 საათზე მეტს ხანს გრძელდებოდა.
„ჩემს მშობიარობას ზუსტად 14 ადამიანი ესწრებოდა. ასეთი რამ არც ერთ სამშობიაროში არ მომხდარა. არადა, ადრეც აღვნიშნე ინტერვიუში, რომ წინააღმდეგი ვიყავი, მშობიარობის პროცესს ვინმე დასწრებოდა, მაგრამ ჩემი ტკივილის, სიგიჟის დამსახურებით, სხვა გზა არ დამრჩა“ – აღნიშნავს ინდირა ინტერვიუში.

კომენტარები

სხვა სიახლეები