ფოტორეპორტიორი ფეისბუქმომხმარებლებს 13 წლის ნიკოლოზის შესახებ მოუთხრობს. გოგა ჩანადირი ამბობს, რომ მოზარდი ერთ-ერთი მაღალი სოფლის მკვიდრია და იმისათვის, რომ საშუალო განათლება მიიღოს, თბილისში უწევს სიარული.
„13 წლის არის ნიკოლოზ არაბული.
ცხოვრობს ევროპის ერთ-ერთი მაღალ სოფელ ჯუთაში. იმის გამო, რომ მასთან სკოლა არ არის და ზამთარში გზა იკეტება, იძულებულია, გლდანში იაროს.
უყვარს ცხენი, ჭაუხები და საერთოდ, მშობლიური მხარე.
წიგნებიც უყვარს. 1 კვირის წინათ “საიდუმლო კუნძული” წაიკითხა.
დიდი რომ გაიზრდება, ჯუთაში დაბრუნდება და საკუთარ სოფელს გააძლიერებს.
უნდა, რომ ტურისტულ საქმიანობაში დაკავდეს. ასევე, სურს ჟოკეი და ადვოკატი გამოვიდეს.
წარმატებები ჯუთის ერთ-ერთ ყველაზე პატარა მაცხოვრებელს.
თუ ამ ულამაზეს სოფელში მოხვდებით, წაუღეთ წიგნები ნიკოლოზს. ძალიან გაახრებთ“, – წერს ჩანადირი სოციალურ ქსელში.
Next Post
სხვა სიახლეები