რატომ დააბრუნეს ქურდებმა ოსკარის ცერემონიისთვის შექმნილი კაბა

2015 წლის ოსკარის 87-ე დაჯილდოვებას სკადალის გარეშე არ ჩაუვლია, ამ წლის ოსკარზე ლუპიტა ნიანგო წითელ ხალიჩაზე Calvin Klein-ის კაბით წარსდგა, რომელიც 6000 მარგალიტისაგან იყო შექმნილი და 150 ათასი ამერიკული დოლარი ღირს. მსახიობს კაბა სასტუმროს ნომრიდან მოპარეს. გამტაცებლებმა იმ იმედით, რომ კაბას შავ ბაზარზე გაყიდდნენ კაბა გაიტაცეს, მაგრამ მათ იმედგაცრუება წინ ელოდათ, რდგან კაბა ხელოვნური მარგალიტებისაგან იყო შექმნილი, რის შემდეგაც კაბა უკან დააბრუნეს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით Calvin Klein-ის კრეატიულმა დირექტორმა ფრანცუა კოსტამ საკმაოდ ორიგინალური გამოსავალი იპოვა. როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა, Calvin Klein-ში არც არავის განუცხადებია, რომ მარგალიტები ნამდვილი იყო და ამის შესახებ ყველამ იცოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები