ანასტასია პირველმა მუსიკალურ პროექტში “საქართველოს ვარსკვლავი” პირველ ტურში სიმღერით მაყურებელიც მოხიბლა და ჟიურისგან “ოქროს ბილეთიც” დაიმსახურა. თუმცა ანასტასიამ მოგვიანებით შეიტყო, რომ მეორე ტურში სიმღერის გარეშე, კონკურსს გამოეთიშა.
ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობის შეთავაზება თავად პროექტის პროდიუსერისგან მიიღო და მისგანვე გაიგო, რომ პროექტს გამოეთიშა.
ანასტასია პირველის თქმით, მიზეზს, თუ რატომ დაატოვებინეს პროექტი ისე, რომ მეორე ტურში სიმღერის შესაძლებლობა არ მიეცა, ვერ ეუბნებიან.
“საქართველოს ვარსკვლავმა” განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ “ოქროს ბილეთი” არ ნიშნავს ავტომატურად მეორე ტურში გადასვლას. კასტინგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ჟიურის მიერ ხდება.
„ოქროს ბილეთის“ მფლობელი კონკურსანტების კიდევ ერთხელ შეფასება, რომელიც ეთერში გადის ე.წ. „განხილვის“ სახით. ფორმატით გათვალისწინებული ოფიციალური წესების მიხედვით და მონაწილეების მუსიკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჟიური არჩევს მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
მოამზადა სოფიო რატიშვილმა.