რატომ გამოაგდეს ქრისტინე იმედაძე “ისთ ფოინთიდან”

მომღეერალი ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს:
“ეს ფოტო სხვა ქვეყანაშია გადაღებული..აფთიაქში! თოი ყველგან ჩემთან ერთად მოგზაურობს და ყველა ქვეყანაში ნებისმიერ კაფეში, სავაჭრო ცენტრში, მაღაზიაში და აფთიაქშიც კი საპატიო სტუმარია! წყალსაც სთავაზობენ! დაახლოებით ერთი თვის წინ, მე და თოი “ისთ ფოინთს” ვეწვიეთ, სადაც ქუჩაში მდგომმა დაცვის ბიჭმა ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვა!
-ქუჩიდან მაგდებთ კილონახევრიანი ძაღლის გამო-მეთქი?!
– კიო, აქ ძაღლი აკრძალულიაო …
– ნიშანი სად კიდია-მეთქი?
და ერთ-ერთ ცარიელ ფართზე მიმითითა, სადაც რემონტი მიმდინარეობდა !…
მივხვდი, რომ დისკუსიას აზრი არ ჰქონდა და დავტოვეთ ტერიტორია!
ერთ კვირაში “თბილისი მოლიდანაც” გამოგვაგდეს.
საზღვარგარეთ, დახურულ შენობებში, რომლებსაც გადახაზული ძაღლის ნიშანი აქვთ, თოის ზომის ძაღლს პრობლემა არ აქვს… მაქსიმუმ ზრდილობიანი თხოვნით მოგმართონ, რომ ძირს არ დასვა!
პ.ს “ისთ ფოინთს” რომ ვტოვებდით, ზუსტად იმ დროს, ქუჩის ძაღლმა შეირბინა ტერიტორიაზე”, – წერს მომღერალი

კომენტარები

სხვა სიახლეები