რატომ აღარ მეგობრობენ პრიანკა ჩოპრა და მეგან მარკლი

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და მსახიობი პრიანკა ჩოპრა ჯერ კიდევ იმ დროიდან მეგობრობენ, როდესაც მეგანი სამსახიობო კარიერის აწყობას ცდილობდა. სოციალურ ქსელებში მათი მრავალი საერთო ფოტოა გავრცელებული. ჩოპრა მარკლის სამეფო ქორწილის საპატიო სტუმარიც იყო. როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, მეგობრებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეგან მარკლი პრიანკა ჩოპრასა და ნიკ ჯონასის გამართულ არც ერთ ქორწილს დაესწრო. საპასუხოდ ჩოპრა მეგან მარკლის ნიუ-იორკში, ე.წ. Baby Shower-ის წვეულებაზე არ მივიდა.
“მათი მეგობრობა დასრულდება თუ მეგანი არ მოუბოდიშებს ჩოპრას. პრიანკა საერთაშორისო ვარსკვლავია და მას სოციალური ქსელებითაც მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. შეიძლება ითქვას, მას უფრო მეტ ქვეყანაში ცნობენ, ვიდრე მეგან მარკლს, შესაბამისად, თვლის, რომ ჰერცოგინია მისდამი სათანადო პატივისცემას არ იჩენს და არც მათ მეგობრობას აფასებს”, – აღნიშნა გამოცემა Page Six-სთან საუბრისას პრიანკა ჩოპრას მეგობარმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები