დათო ფორჩხიძემ, რომელსაც მეგობრები „ვივუსას“ ეძახიან, რადგან ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახე იყო, ორგანიზაციათან კონტრაქტი გაწყვიტა.
როგორც დავით ფორჩხიძემ „კვირას“ განუცხადა, მან ერთწლიანი კონტრაქტი დაამთავრა და ორგანიზაციის სახე იანვრიდან აღარ არის.
„ერთწლიანი კონტრაქტი დამისრულდა. წლის დასაწყისში შევხვდი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ რეკლამაში მონაწილებას აღარ მივიღებდი. შევთანხმდით, რომ ძველ ვიდეო-რგოლებს ინტერნეტში ცოტა ხნით დატოვებდნენ“ – აცხადებს დათო ფორჩხიძე.
შეგახსენებთ, რომ დავით ფორჩხიძე ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხის პირობებს აცნობდა, რაშიც სოლიდურ გასამრჯელოს იღებდა.