რატომ არ უნდა გახვიდეთ ყინვაში მშიერი და რა სარგებლობა მოაქვს ყინვის დროს სეირნობას – კარდიოლოგების რჩევები

ყინვა და ყინვაში სეირნობა შეიძლება ბევრ მშობელს აშინებდეს. სინამდვილეში ყინვას თავისი სასარგებლო მხარეები აქვს, რაზეც უარი არ უნდა თქვათ.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შეუშინდეთ ყინვას.
1. კარდიოლოგების განმარტებით, უარყოფითი ტემპერატურა კარგად აკაჟებს სხეულს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. სეირნობის დროს, იმის გამო, რომ გარეთ ცივა, სხეულის ტემპერატურა არ იმატებს, ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვები არ ფართოვდება. ეს ნიშნავს, რომ მავნე მიკროორგანიზმების ორგანიზმში შეღწევა და გამრავლება უფრო რთულია.
2. ყინვა ასევე სასარგებლო გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მუშაობაზე. ტემპერატურის გარდა, სარგებელს ისიც განაპირობებს, რომ სიცივეში უფრო სწრაფად დავდივართ.
3. ყინვა დადებითად მოქმედებს ჩვენს კანზე: ცხიმიანი კანის მქონენი თავს კარგად გრძნობენ ცივ სეზონზე. ფორები ვიწროვდება, სახე აღარ პრიალებს, არ არის ბევრი გამონაყარი.
4. ყინვა ხსნის დაძაბულობას და ეხმარება სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში. თოვლიან ამინდში სეირნობა ხელს უწყობს სეროტონინის, ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის წინააღმდეგობა სტრესის მიმართ იზრდება.
თუმცა, ყველა ამ დადებითი ფაქტორის მიუხედავად, გაციების საფრთხეც არსებობს,, ამიტომ თუ სიცივეში გასვლას გეგმავთ, გარკვეული რეკომენდაციები უნდა დაიცვათ.
აუცილებლად შეჭამეთ რამე გარეთ გასვლამდე. ეს კვება აუცილებლად უნდა შეიცავდეს ცხიმს და ცილას, ამიტომ მიირთვით მეტი ხორცი, მათ შორის, ფრინველის.
ჩაიცვით თბილად. უპირატესობა მიანიჭეთ ნივთებს, რომლებიც ხელს არ უშლის სისხლის მიმოქცევას, რაც ნიშნავს, რომ არ იყოს მჭიდრო ჯინსი, ნეილონის კოლგოტი ან ძალიან მჭიდრო ქამრები. ტანსაცმელი უნდა იყოს „თავისუფალი“ და თბილი, ყოველთვის ორ-სამ ფენად. ატარეთ ხელთათმანები. არ დაივიწყოთ თბილი წინდები, ქუდი და შარფი.
მოერიდეთ სამკაულებს – სიცივეში ისინი ისე ცივდებიან, რომ შეიძლება მოყინვა გამოიწვიოს. ჯობია, თან წაიღოთ და ადგილზე გაიკეთოთ.
დალიეთ საკმარისი წყალი: სიცივეში ყოფნისას არ ვგრძნობთ წყურვილს და გვავიწყდება წყლის დროულად დალევა. ეს იწვევს გაუწყლოებას, ამიტომ აუცილებლად დალიეთ წყალი, ჩაი ან ხილის წვენი. თუ ძლიერ ყინვაში აღმოჩნდით, არ დაგავიწყდეთ ფილტვების დაცვა – შეეცადეთ ჩაისუნთქოთ შარფის ან ნიღბის საშუალებით, რათა ჰაერს დრო ჰქონდეს, გათბეს, სანამ სხეულში მოხვდება.

წყარო: https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები