რატომ არ სუქდებიან ფრანგი ქალები – მათი კვების საიდუმლო

ფრანგული სამზარეულო განთქმულია მისი კალორიული საკვების მრავალფეროვნებით, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მოხდენილობით.
ფრანგი ქალების საიდუმლო ამრიკული კომპანიის ფილიალის „ვდოვა კლიკოს“ გენერალურმა დირექტორმა, მირეი გილიანომ საკუთარ წიგნში „რატომ არ სუქდებიან ფრანგი ქალები“ გაამხილა.
„ფრანგები „ჭამენ თავით“ და მაგიდიდან კუჭის სიმძიმის შეგრძნებითა და სინანულით არ დგებიან“.
მირეის თქმით, ფრანგი ქალების კვების მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ მათ საკუთარი მადის მართვა და არჩევანის გაკეთება შეუძლიათ, თუ როდის და რაზე უნდა უთხრან თავს უარი. გილიანო ირწმუნება, რომ „ჯანსაღ წონას“ მხოლოდ ასე შეიძლება
მიაღწიოთ.
როგორ გადახვიდეთ კვების ფრანგულ სისტემაზე?

პირველი ეტაპი: კვების დღიური
პირველ რიგში უნდა დაადგინოთ, რომელი პროდუქტები გვნებთ, რომლებსაც ყველაზე დიდი რაოდენობით იღებთ. ამისათვის სამი კვირის მანძილზე ჩაიწერეთ ყველაფერი, რაცმიირთვით – ულუფები, ადგილი და საკვების მიღების დრო. კალორიების დათვლა საჭირო არ არის, ფრანგი ქალები მათზე საერთოდ არ ფიქრობენ.

მეორე ეტაპი: „მავნებლების“ გამოაშკარავება და იზოლაცია
კვების დღიურის შესწავლით გაიგებთ, რომელი პროდუქტების მიღება უნდა შეამციროთ – სწორედ შეამციროთ და არა სრულიად გამორიცხოთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შოკოლადს, ცომეულსა და შემწვარ კერძებს. ეცადეთ თანდათანობით შეამცროთ მათი მირთმევა ან იპოვეთ ალტერნატივა.

დასვენების დღეებში გამონაკლისი დაუშვით. სჯობს მოდუნდეთ შაბათს, კვირას კი კვლავ მიჰყვეთ პროგრამას.
იმისათვის, რომ ორგანიზმი კვების ახალი სისტემისთვის შეამზადოთ, გილიანო გთავაზობთ დაიწყოთ ეს არდადეგებზე ხახვის „ჯადოსნური“ წვნიანით. წვნიანის მირთმევა შეგიძლიათ საუზმედ, სადილად და ვახშმად მთელი დღეების მანძილზე კვირას ვახშმამდე: ამ დროს კი შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ 100-200 გრ ხორცის ან თევზის ბოსტნეულთან ერთად მირთმევის, ასევე ცოტადოედენი ხილის.

ხახვის „ჯადოსნური“ წვნიანი
შემადგენლობა:
900 გრ პრასი
მომზადების წესი:
1. გაასუფთავეთ პრასი და გარეცხეთ როგორც საჭიროა. მოაცალეთ მწვანე ღეროები და მხოლოდ თეთრი ძირები დატოვეთ ღია-მწვანე ნაწილით.
2. მოათავსეთ ხახვი დიდ ქვაბში და დაასხით წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ ისე, რომ ქვაბს თავზე არ დააფაროთ, 20-30 წთ-ით. სითხე სხვა ჭურჭელში გადაღვარეთ. ხახვი მოათავსეთ ჯამში.
3. ბულიონი უნდა დალიოთ ოთახის ტემპერატურის და შემთბარი ყოველ 2-3 სთ-ში. ნახევარი თეფში მოხარშული ხახვი კი რამდენიმე წვეთი ლიმონითა და ზეითუნის ზეთით უნდა მიირთვათ საუზმედ, სადილად ან ვახშმად ან მაშინ, როცა მოგიშივდებათ.
მესამე ეტაპი: სტაბილიზაცია
მთავარი, რაც აქ უნდა გახსოვდეთ – ბალანსია.
„სიმკაცრე – წარუმატებლობის დედაა. თქვენი ცნობიერი ნებისმიერი პროგრამის წინააღმდეგ დადგება, რომელიც სასჯელის მსგავსად მიიღება. თქვენთვის ძვირფას ჭიქა ღვინოზე ან საუზმედ კრუასანზე უარის თქმით თავს დიდხანს ვერ მოატყუებთ – ადრე, თუ გვიან ორგანიზმი შურს იძიებს“ – ამბობს მირეი.
მეოთხე ეტაპი: მთელი დარჩენილი ცხოვრება
„ თქვენი კვებისა და ცხოვრების წესი ახლა თქვენს გემოვნებასა და ნივთიერებათა ცვლას შეეფერება, ისე გიხდებათ, როგორც Chanel-ის კლასიკური კოსტიუმი და სამუდამოდ რჩება თქვენთან, მხოლოდ წლებთან ერთად სულ ოდნავ იცვლება“ – ამტკიცებს მირეი გილიანო.
„ისწავლოთ სწორად კვება იგივეა, რაც შეისწავლოთ ენა: იდეალური შედეგის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საშუალებაში ჩაფლობით“.
ფრანგი ქალების კვების მთავარი პრინციპები:
შეიძინოთ პროდუქტი ბაზარში და არა სუპერმარკეტში. მთავარია ხარისხი.
საყიდლებზე კვირაში რამდენჯერმე გადით, დაემორჩილეთ კვების რეჟიმს და არა შიმშილის გრძნობას.
გახადეთ კვება მარავლფეროვანი სეზონის მიხედვით. მიირთვით ახალი ხილი და ბოსტნეული.
მოამზადეთ სახლში და მოერიდეთ სწრაფ კვებას.
მიირთვით მცირე ულუფებით.
თუ საუზმობას ვერ მოასწრებთ, ატარეთ ის თან, ვახშამი კი ტრაპეზად აქციეთ.
არ იჩქაროთ ჭამის დროს, მიუჯექით მაგიდას. ნელა დაღეჭეთ საკვები.
ჭამის დროს ყურადღებას ნუ გადაიტანთ ტელევიზორზე, წიგნსა და ტელეფონზე.
იფიქრეთ მხოლოდ კერძზე და მიიღეთ სიამოვნება.
დღეში ორჯერ დესერტად მიირთვით სახლში მომზადებული იოგურტი ან ნატურალური შემადგენლობის იოგურტი.
დალიეთ ბევრი წყალი.
ღვინოზე უარს ნუ იტყვით, თუმცა დღეში 2 ჭიქაზე მეტი არ მიიღოთ.
სახლში ნუ გააჩერებთ მავნე საკვებს.

წყარო:https://www.beaumonde.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები