რატომ არ მიიღებს ნინო ქათამაძე 17 მაისს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას

მომღერალი ნინო ქათამაძე აცხადებს, რომ 17 მაისს საქართველოში არ იქნება და სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ,,ნეტგაზეთი” ავრცელებს.
„ძალიან რთული მომენტია ჩემს შემთხვევაში და ნებისმიერი არტისტის შემთხვევაში. ვფიქრობ, თვითონ ეკლესიის მხრიდანაც სხვა ნაბიჯი შეუძლებელი იქნებოდა. თავის მხრივ, ფიქრობენ, რომ სწორი ნაბიჯი იყო. ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს, მაგრამ, ასევე, მივიჩნევ, რომ ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას სიყვარულით და არა – განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების ჩაგვრის, განდევნის ხარჯზე. ეკლესია, თავის მხრივ, ცდილობს, დაალაგოს ურთიერთობა და ქადაგებდეს ოჯახის სიწმინდეს, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში, მე მართლაც მივდივარ, არ ვიქნები საქართველოში, თუმცა განმარტებას ვაკეთებ იმ კუთხით, რომ არ შეიძლება ადამიანების ჩაგვრა“, – თქვა ნინო ქათამაძემ.
17 მაისს სამების ტაძრის ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნია“.

კომენტარები

სხვა სიახლეები