მარტო ხართ? სიყვარულში არ გიმართლებთ? გაინტერესებთ რა გეშლებათ?
გაქვთ თვითშეფასებაზე მაღალი მოთხოვნები
ხშირად ჩვენ თავად არ მიგვაჩნია თავი ვინმეს ღირსად. ჩვენი მოთხოვნები პარტნიორისა და, ზოგადად, პარტნიორული ურთიერთობების მიმართ, წინააღმდეგობაში მოდის თვითშეფასების ჩვენს სისტემასთან. თქვენ არ მოგწონთ თქვენი თავი, ფიქრობთ, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ და ელოდებით როდის გახდებით უკეთესი, რომ სწორედ ისეთი სიყვარულის ღირსი გახდეთ, როგორ სიყვარულზეც ოცნებობთ. მოეშვით თავის ტანჯვას. უკეთესი რომ გახდეთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ. საკუთარი თავის სიყვარულით იწყება ნებისმიერი სიყვარული და ხშირად პარტნიორების მეშვეობით ახერხებს ხოლმე ადამიანი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდეს.
არ იცით, რა გინდათ
ჭკვიანი გოგო “სწერვაა”, სექსუალური გოგო სულელი, მხიარული ბიჭი ცანცარაა და მოთამაშე, ბიჭი, რომელიც ფლირტაობს, კაზანოვა, რომელიც არ ფლირტაობს, უინტერესო, სერიოზულ ტიპებთან კი ძალიან გწყინდებათ. პრობლემა მათში კი არა, თქვენშია. პერფექციონიზმი დამღუპველია. ნუ ეცდებით თვისებების გამო შეიყვაროთ ადამიანი, თვისებები დროთა განმავლობაში იცვლება. ეცადეთ ადამიანი შეიყვაროთ და მერე მისი ნაკლი აღარ გაგაღიზიანებთ. დოსტოევსკი წერდა, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ადამიანი ისეთი როგორიც არის, ის უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც ღმერთმა ჩაიფიქრა. ჩვენ ყველას გვაქვს ნაკლი, ეცადეთ განსაზღვროთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული პარტნიორში და, ზოგადად, პარტნიორობაში, სია 5 პუნქტამდე დაიყვანეთ ამ 5 პუნქტში იმედია მოხვდება ის ფაქტიც, რომ ერთმანეთი გეყვარებათ ისეთები, როგორებიც ხართ.
ბადეს წყალში ტოვებთ
პრობლემა ხდება ხშირად საკუთარი ეგოც. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ურთიერთობის გარკვევას არ ვჩქარობთ, რადგან ჩვენს თავმოყვარეობას სალბუნად ედება ფაქტი – რომ თუ საჭირო გახდა ბადეში რამდენიმე თევზი გვყავს. თქვენ “სათადარიგო პარაშუტებს” აგროვებთ, რეალურად კი არც ცდილობთ გაარკვიოთ, რომელიმე მათგანი მუშაობს თუ არა. ასე იმიტომ იქცევით, რომ ზუსტად იცით, არც ერთი გაიხსნება, უბრალოდ თავს იტყუებთ. ამას სჯობს ყველა თევზს სათითაოდ შეხვდეთ, დარწმუნდეთ, რომ ეს ის არ არის, რაც თქვენ გჭირდებათ და ბადეს მაინც ნუღარ დააკავებთ, ხელახლა ისროლეთ, ეგებ შემდეგ ჯერზე მაინც ამოგყვეთ ის, რაც გჭირდებათ.
რომანს აბამთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრების სხვა ეტაპზე არიან
აი, თქვენ 30 წლის ხართ, გაქვთ სამსახური, საყვარელი საქმე, სამომავლო გეგმები და უცებ რომანს აბამთ 19 წლის ბავშვთან, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ამ ცხოვრებაში. ასაკზეც არ არის დამოკიდებული ყოველთვის, მთავარია, ურთიერთობა რომ შედგეს, პარტნიორები განვითარების დაახლოებით ერთ ეტაპზე უნდა იყვნენ, მოწიფულობის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, ერთნაირად ერთობოდნენ, ერთნაირად ისვენებდნენ, ერთნაირი ცხოვრების სტილი ჰქონდეთ. სხვანაირად ვიღებთ კრახს.
საკუთარი თავის ფასი არ იცით
დიახ, დიახ… ეს ბანალური, გაცვეთილი ჭეშმარიტება არ მოგესმათ. თქვენ შესაძლოა ძალიან ადვილად იწყებდეთ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობას, არ გქონდეთ არავითარი სტანდარტები და არ ითხოვდეთ ადამიანებისგან იმას, რაც გჭირდებათ. ვერც მიიღებთ!… თუკი დადიხართ და საკუთარ თავს უფასოდ ურიგებთ ყველას, არავინ შეიწუხებს თავს, რომ სანაცვლოდ რამე გაიღოს… “ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს”, თორემ მერე ვისაც მართლა დაფასება შეუძლია, იმისთვისაც არ დაგრჩებათ. ისწავლეთ, ვის გაუყადროთ თავი და ვის არა და მოითხოვეთ ისე მოგექცნენ, როგორც თავად გინდათ, რომ გექცეოდნენ.
იჭერთ და უშვებთ
“რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები”… აი, თქვენ მოგწონთ ვინმე, ის თქვენით დაინტერესდა, ყურადღებას გაქცევთ, თქვენ კიდევ მის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავთ… თქვენ გამუდმებით მიუწვდომელს ეტრფით. მარტო არ ხართ, ასე ბევრს სჭირს, მაგრამ მეტი ვერაფრით დაგამშვიდებთ. ასე თუ გააგრძელებთ, სულ მარტო იქნებით. თამაშის, ნადირობის, დაპყრობის, მიღწევის პროცესი მოგწონთ, როგორც კი იმარჯვებთ, ახალ თამაშს რთავთ. ნამდვილი მაშინ იქნება თქვენი გამარჯვება, როცა თავში რამდენიმე ჭანჭიკს მოატრიალებთ და “თამაშს გადააგდებთ”.
7. საქმეს იჭერთ ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც სულ სხვა ინტერესები აქვთ
მაგალითად, თქვენ ოჯახი და დაფუძნება გსურთ და ამ დროს ხვდებით ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ გართობის მეტი არაფერი არ აინტერესებს, ოცნებობს მოგზაურობაზე, თავგადასავლებში გახვევაზე და სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ არის. ან კიდევ ბევრი ქალის ყოლა გსურთ ერთად და ამ დროს პაემანზე იბარებთ ქალს, რომელიც იცით, რომ არის მონაგამი. ინტერესების თანხვედრა თუ არ მოხდა, ვერ მოხდება პიროვნებების თანხვედრაც. თქვენ საერთო მიზნები და საერთო მსოფლმხედველობა უნდა გქონდეთ (დაახლოებით მაინც), ერთი გზით უნდა მიდიოდეთ, სხვანაირად ორივე გზას ასცდებით და თუ ურთიერთობა მაინც შედგა, მერე ერთმანეთს დაადანაშაულებთ ამაში მთელი ცხოვრება.
8. შესაფერისი პარტნიორის ადგილს აკავებთ
თქვენ ხვდებით ადამიანს, გყავთ შეყვარებული, ქმარი, ცოლი, რომელიც იცით, რომ არ შეგეფერებათ, რომლის გვერდითაც კიდევ სხვა ადამიანზე ოცნებობთ, თუმცა მარტოდ დარჩენის გეშინიათ, კომფორტის ზონიდან გასვლის გეშინიათ (მიზეზებს მოძებნით ოხრად) და არ შორდებით. თქვენ გვერდით ადგილი დაკავებულია, თანაც თქვენი საკუთარი ნებით, რას ვიზამთ… ისიც სხვაგან მოძებნის ადგილს….
წყარო:http://intermedia.ge