რატომ არ გადაურიცხეს სტანისლავ ბონდარენკოს დახმარებით შეგროვილი თანხა დაავადებული მიხეილ სხვიტარიძის დედას?

ხერხემლის ურთულესი დაავადების მქონე მიხეილ სხვიტარიძის ოპერაციისთვის სტანისლავ ბონდარენკოს დახმარებით საქველმოქმედო ღონისძიებებისგან შემოსული თანხა ოჯახს ამ დრომდე არ მიუღია. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც ცნობილი გახდა, სხვიტარიძის დედას ამ ამბის გასაჯაროება ეშინოდა: „მერე საერთოდ აღარ მომცემენო“.
როგორც „კვირა +“-სთან საუბრისას ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნათია ქარდავამ განაცხადა, თანხა ჯერ სრულად არ შეგროვებულა. „რა თქმა უნდა, სტანისლავ ბონდარენკომ რომ გაიმარჯვა პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“, ამიტომ ატყდა ეს ამბავი. რა თანხაც შეგროვდა, ხელი არავის უხლია და კლინიკას გადაერიცხება. თანხა ჯერ სრულად არ არის მოგროვებული“, – განაცხადა ნათია ქარდავამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სხვიტარიძეს ოპერაციისთვის 48 000 დოლარი ესაჭიროება.

13530646_1220186818021554_665411303_n

13563503_1220186814688221_1874313729_n

კომენტარები

სხვა სიახლეები