ქალის ცხოვრება დღეს წარმოუდგენელია ჰიგიენური საფენების გარეშე, მაგრამ სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მას კომფორტისა და სარგებლის, სისუფთავის და თავდაჯერების გარდა ზიანიც მოაქვს.
რაც მთავარია, მიიჩნევენ, რომ ის თანდათან ვნებს ქალის რეპროდუქციულ სისტემას, შვილოსნობის უნარს. შეიცავს ცელულოზას, რაც ჰაერის ცირკულაციას აფერხებს, კანი ვეღარ სუნთქავს და საშიში მიკროორგანიზმები მრავლდება, რის შედეგადაც ქალს შეიძლება ვაგინოზი განუვითარდეს.
არაა რეკომენდირებული დეზოდორირებული, სურნელოვანი პაკეტების გამოყენება, ეს ალერგიას იწვევს.
ამ უსიამოვნო ეფექტის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები გვირჩევენ, რაც შეიძლება ხშირად ვიცვალოთ საფენი და ტამპონი ან მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ნივთიერებებისგან დამზადებული ვიყიდოთ.
განსაკუთრებით ავარიდოთ თავი ფერად პაკეტებს, რადგან საღებავზე შესაძლოა, მძაფრი ალერგია მოგვცეს. შტატისტიკა კი საკმაოდ საგანგაშოა:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ქალური დავადებების 63 პროცენტს სწორედ უხარისხო ჰიგიენური საფენების გამოყენება იწვევს.