რატომ არის საშიში მობილური ტელეფონი – მეცნიერების დასკვნა

ბოლო ათი წლის მანძილზე ჩატარებულმა კვლევებმა შემაშფოთებელი რეალობა გამოავლინა – მობილური ტელეფონი (რადიაცია, რომელსაც ის ასხივებს) საშიშია ჯანმრთელობისთვის და ხანგრძლივ პერსპექტივაში სურათი შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდეს. არადა, როგორ ვიცხოვროთ მობილურების გარეშე?

ყოველ შემთხვევაში, მივყვეთ რეკომენდაციებს, რა ადგილას არ შეიძლება ვატაროთ მობილურები:

2011 წელს  კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (International Agency for Research on Cancer (IARC), an arm of the World Health Organization (WHO),  განაცხადა, რომ მობილური ტელეფონი მიეკუთვნებაB კატეგორიის კარცეროგენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი “შესაძლოა, იყოს კიბოს გამომწვევი”.

მობილური ტელეფონის მუდმივი ხმარება ზრდის ტვინის სიმსივნისა და აკუსტიკური ნევრონიმების რისკს, დნმ-ის დაზიანებას.

ყველაზე დიდი რისკის ქვეშ 20 წლამდე ახალგაზრდები არიან.

მკვლევარები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ მობილურების ახალი მოდელები უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ძველი ვერსიები იყო.

სად არ(!) ვატაროთ მობილური:

1) ხშირად ახალგაზრდა ქალები მობილურს ლიფებში ატარებენ. კვლევებმა ცხადყო, რომ ეს აორმაგებს მკერდის კიბოს რისკს.

2) კვლევები ჩატარდა 150 მამაკაცზე, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე (6 და მეტი წელი) მობილურებს წელზე ატარებდნენ (10 და მეტი საათი დღეში). დასკვნა – მობილურის გამოსხივება აზიანებს ძვლებს იმ მხარეს, სადაც მობილური იყო ქამარზე მიმაგრებული და იწვევს ძვლის დაშლას.

3) უფრო მეტ ზიანს მობილურის გამოსხივებული რადიაცია  სპერმის რაოდენობაზე ახდენს, მის ხარისხზე და მოძრაობის უნარზე.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები