რატომ არის საქართველოში კორონავირუსის მცირე შემთხვევები – ლევან რატიანი აღნიშნულს ქართულ გენეტიკას უკავშირებს

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ქართველი ადამიანის გენეტიკა არის ადრენალდამოკიდებული ანუ მუდმივად აქტიური და ქვეყანაში არსებულ დადებით სტატისკას შესაძლოა სწორედ აღნიშნული განაპირობებდეს.

„არსებობს გეოგრაფია და ამ გეოგრაფიის ფარგლებში მცხოვრები ადამიანები. სხვადასხვა გარემოზე ვართ ადაპტირებული. სწორედ ესაა ორგანიზმის მდგრადობის გამოვლინება. სიმართლე გითხრათ ჩვენი გენეტიკა ადრენალდამოკიდებულია ანუ მოდუნებულები კი არა, აქტიურები ვართ. შესაძლებელია ესეც განაპირობებდეს ჩვენს ქვეყანაში ვირუსზე ასეთ გამოვლინებას.

ახლა ჩვენ ვართ პიკის ეტაპზე, უამრავი დასნეულებული პაციენტი უნდა გვყავდეს, მაგრამ საბედნიეროდ არ გვყავს – ამას რაღაც ფაქტორი განაპირობებს, რომელიც არ ვიცით და აუცილებლად გვეცოდინება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები