დეპუტატ გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, პეტრიაშვილის ქუჩა თითქმის ერთი კვირა გადაკეტილი იყო, იმ მიზნით, რომ ქუჩაზე არსებული ორმოები შეეკეთებინათ. როგორც ხაჩიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს პეტრიაშვილის ქუჩა გაიხსნა და იმ 4-5 ორმოდან ერთი, ძველი ასფალტის ნატეხებითაა შევსებული. დეპუტატი, აღნიშნულ ფონზე კომიკურს უწოდებს ინფორმაციას, რომ დავით ნარმანია ნიუ-იორკში დაგეგმილ მერების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. “პეტრიაშვილის ქუჩა – ვერაზე, თითქმის ერთი კვირა გადაკეტილი იყო. (ამაზე რამდენჯერმე მეც დავწერე) სულ 4-5 ორმო იყო შესაკეთებელი. და აი, გაიხსნა პეტრიაშვილის ქუჩა და იმ 4-5 ორმოდან ერთი, ძველი ასფალტის ნატეხებითაა შევსებული. ამ ყველაფრის ფონზე რა კომიკურად ჟღერს დღევანდელი ნიუსი – ”დავით ნარმანია ნიუ-იორკში დაგეგმილ მერების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას”, – წერს გოგა ხაჩიძე.