ეს გულისამაჩუყებელი სურათი ჰეზერ უინტერმა 2014 წელს გადაიღო. მისი შვილი ფოქსი ავად იყო სალმონელოზით, დიდი სიცხის გამო მამამ – ტომასმა, სასწრაფოს მოსვლამდე, ბავშვი აბაზანაში შეიყვანა. წყლის ჭავლი ხელს უწყობდა სიცხის დაწევას და თან ღებინების და დიარეის კვალსაც აქრობდა…
როდესაც ჰეზერი აბაზანაში შევიდა და ეს გულისამაჩუყებელი სცენა დაინახა – მისი დაფიქსირება გადაწყვიტა და მამა-შვილს სურათი გადაუღო.
„ძალიან ვნერვიულობდი ბავშვის ავადმყოფობის გამო, ადგილს ვერ ვპოულობდი, მაგრამ როდესაც სააბაზანოში შევედი, სიმშვიდის შეგრძნება დამეუფლა. ჩემს ქმარს ფოქსი ჰყავდა გულზე მიკრული და თან ჩასჩურჩულებდა, რომ მისი დაავადება მალე გაქრებოდა და ყველაფერი ისევ კარგად იქნებოდა… ნანახმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ გადავწყვიტე, ეს მომენტი სურათის გადაღებით უკვდავმეყო“, — იხსენებს ჰეზერი.
რამდენიმე ხნის შემდეგ ჰეზერმა გადაწყვიტა, ამ მომენტის სხვებისთვის გაზიარება, რის გამოც ეს სურათი ფეისბუქზე ატვირთა და თან მომხდარი ისტორიაც დაურთო.
„მკითხველების რეაქცია ჩემთვის მოულოდნელი იყო. ამ სურათმა ბევრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მე გამიკვირდა მათი რეაქცია. ზოგიერთ მათგანს არც კი წაუკითხავს სურათისთვის დართული ისტორია, ისინი უბრალოდ შიშველ სხეულებს აკრიტიკებდნენ და განიხილავდნენ“.
უამრავი ნეგატიური ბრალდების გამო ფეისბუქმა დროებით წაშალა ეს სურათი, მაგრამ მალევე აღადგინა, რადგან დარწმუნდა, რომ ეს ფოტო არ შეიცავდა არანაირ უარყოფით ინფორმაციას. საბოლოოდ, დადებითმა კომენტარებმა აჯობა უარყოფით გამოხმაურებებს. სურათმა 130 000 მოწონება მოიპოვა… „ჩემი ოჯახი შეიძლება განსხვავდება თქვენისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა ასწავლოთ სხვებს, როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში“, — ამბობს ჰეზერი.
სხვა სიახლეები