ბუნებით რომანტიკოსი, პროფესით ეკონომისტი, ცოტა მელანქოლიური და მუდამ კრეატიული…
ბავშვური ოცნებებიდან წარმატებულ კარიერამდე განვლილი ცხოვრების ცოტა ჭირვეული გზა და ხელახლა ამღერებული ბლოგერი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ფართო საზოგადოების წინაშე ახალ ამპლუაში წარსდგა.
ბლოგერისთვის სიმღერა თავისი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი არ არის, ის ბავშვობიდან მღეროდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ფართო საზოგადოების წინაშე მსგავსი სიახლით არ წარდგენილა. როგორც თვითონ ამბობს კლიპის გადაღების იდეა შემთხვევით მოუვიდა.
„მარიამი, საინტერესო სახეა, ნაკლებად „გაცვეთილი“ და ყელში ამოსული, იმასაც გავუსვი ხაზი, რომ არ არის აუცილებელი მღვდლის შვილი ჩადრით მოძრაობდეს“, – როგორც ჩანს ცნობილი ბლოგერი ქართულ სტერეოტიპებს ისევ ამსხვრევს, ის უპასუხოდ არ ტოვებს იმ აჟიოტაჟს, რომელიც ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში მამა პეტრეს მიერ თავისი ქალიშვილის თამამი ფოტოების ატვირთვას მოჰყვა. ასე რომ, შეიძლება ითქვას შეროზია ახალი ამპლუით საზოგადოების არა მარტო გაოცებას აპირებს, არამედ სიმღერითა და კლიპის სიუჟეტით იმ აჟიოტაჟსაც პასუხობს, რომელიც ცოტა ხნის წინ მარიამის გარშემო შეიქმნა.
-გურამ, როგორც ვიცი, ბავშობაშიც მღეროდი. ახლა რამ გადაგაწყვეტინა ხელახლა „ამღერება“?
– სიმღერა არც არასდროს შემიწყვეტია, არც ფორტეპიანოზე დაკვრა, განსხვავება ის არის, რომ სააშკარაოზე გამოვიტანე რაღაცები. უბრალოდ, პროფესიონალურ დონეზე ვეღარ ვახერხებ, თუმცა სახლში მაქვს მიკროფონი, მოწყობილობა და ხშირად ვაწუხებ, ან ვატკბობ ხოლმე მეზობლებს.
-საიდან წამოვიდა კლიპის გადაგების იდეა და ვის ეკუთვისინ ბონ ჯოვის ცნობილი სიმღერის არანჟირება?
-კლიპი უბრალოდ კადრებად არის აწყობილი, ერთ დღეშია გადაღებული და უფრო ვიდეო კოლაჟია, ვიდრე კლიპი. დიდ სცენაზე რომ ვაპირებდე ადგილის მოპოვებასა და დამკვიდრებას, სულ სხვა კლიპით წარვსდგებოდი, ამ შემთხვევაში კმაყოფილი ვარ სიმღერით, კლიპით ნაკლებად.
-კლიპის სიუჟეტი ორი პერსონაჟის ურთიერთობას გადმოსცემს. შეიძლება ითქვას, რომ მარიამს საკმაოდ თამამი როლი ერგო წილად, ანუ ვინ არის კლიპიში გადმოცემული ისტორიის, ან სცენარის ავტორი?
-სიუჟეტის ავტორი, ის არის ვინც კლიპი გადაიღო, ხოლო სცენარის ელემენტები და გარე ლოკაციების დიდი ნაწილი მამა პეტრეს ეკუთვნის.
-მოკლედ, კლიპის მიხედვით ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მარიამია. რატომ მაინც და მაინც მარიამი?
-იმიტომ, რომ საინტერესო სახეა, ნაკლებად „გაცვეთილი“ და ყელში ამოსული, იმასაც გავუსვი ხაზი, რომ მღდვლის შვილი არ არის აუცილებელი ჩადრით მოძრაობდეს. ვფიქრობ, მისთვის ყველაფერი დაშვებულია.
-და მაინც, რისი თქმა სურს გურამ შეროზიას კლიპში გადმოცემული ისტორიით?
-იმის, რომ მარიამი ნიჭიერი მსახიობია, ასევე იმის, რომ შეიძლება 14 წლის ბავშვმა ზრდასრული ქალიც ითამაშოს.
-გურამ, ყოველთვის ახერხებთ ყურადღების ცენტრში ყოფნას… კრეტიულობითა და პრაგმატულობით გამოირჩევით, მაგრამ თქვენმა ახალმა ამპლუამ ცოტა არ იყოს საზოგადოების ნაწილი ცოტა გააღიზიანა, ნაწილი კი გააოცა, ანუ რამდენად მისაღებია თქვენთვის ის კრიტიკა, რომელიც კლიპის მიმართ წამოვიდა?
-კრიტიკის ფორმას გააჩნია, ინტელექტუალური კრიტიკა მისაღებია და უფრო მეტიც – გასათვალისწინებელი და ამისთვის მადლობა. ლანძღვა-გინება კიდევ, სასაცილო. მათ ჯიბრზე კიდევ ბევრ კლიპს გადავიღებ, სიმღერასაც აქტიურად მივყოფ ხელს, ისინი კიდევ ისევ იმავე დამტვერილ კლავიატურასთან ისხდებიან და მათი ვიწრო თვალსაწიერი ისევ ვერ გასცდება ბანალურად გადმოცემული ლანძღვის ფარგლებს. მოკლედ, არ მოქმედებს ნეგატიურად. ყურადღების ცენტრში ყოფნასაც იმიტომ ვახერხებ, რომ ხარისხზე ვარ ორიენტირებული, საინტერესო რაღაცებს ვქმნი სხვადასხვა მიმართულებით და იაფფასიან სკანდალებზე არ ვარ ორიენტირებული, რომლის შემდეგაც მომენტალურად გივიწყებენ და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ქართულ შოუბიზნესში.
-მოდით ისევ მარიამის თემას დავუბრუნდეთ. ქალაქში უკვე დადის ჭორები იმის შესახებ, რომ მამა პეტრეს ქალიშვილსა და ცნობილ ბლოგერს შორის რომანია. ამასთან დაკავშრებით რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?
-არა, რომანი ვერ გვექნება. ეგ 4 წლის შემდეგ უნდა მკითხოთ, როცა მარიამი სრულწლოვანი გახდება, ამ წუთას უბრალოდ ვმეგობრობთ და არც კი გვიფიქრია ამაზე.
-და ბოლოს, უახლოეს მომავალში, რითი აპირებთ საზოგადოების გაოცებას, ანუ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
-დარჩა კიდევ რამდენიმე სფერო, სადაც ჯერ არ მომისინჯავს ძალები და ასევე, რაღაც მიმართულებები კიდევ განსავითარებელი მაქვს. წერასაც არ შევწყვეტ, არც საჯარო ლექციების ჩატარებას. მოკლედ ადამინებს, რომლებიც ჩემგან სიახლეებს ელოდებიან – შემდგომშიც გავანებივრებ საინტერესო მასალებით.
წყარო: http://sazogadoeba.ge