რატი ამაღლობელის მიერ პარტრიარქისთვის მიძღვნილ ლექსს, სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა.
„ამასობაში, რატი ამაღლობელი დავაჟკაცებულა, შემოევლოს ერი. ნუ ჯერ ეზოპეს ენით იკენწლება, მეტზე გამბედაობა არ ყოფნის, მარა პეპლებზე და ყვავილებზე ლაპარაკს ჯობია მაინც“,- წერს გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.
პატრიარქს ლექსი რატი ამაღლობელმა გუშინ მიუძღვნა, რამაც ფეისბუქის მომხმარებლების ნაწილის აგრესია და პოეტის მიმართ კრიტიკა გამოიწვია.
Prev Post
					სხვა სიახლეები
		
	
	
					 
			 
						
