რას წერს ჩცდ-ს ქეთი სერიალის მეთოთხმეტე სეზონის დასრულების შემდეგ

სერიალი “ჩემი ცოლის დაქალების” მეთოთხმეტე სეზონი გუშინ დასრულდა. მაყურებელი განსაკუთრებით დაძაბული ადევნებდა თვალს ქეთისა და ზაზას ურთიერთობის განვითარებას. სეზონის დასრულების შემდეგ, ქეთის როლის შემსრულებელმა მსახიობმა, სალომე შარვაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და სერიალის სამუშაო ჯგუფსა და მსახიობებს მადლობა გადაუხადა.
“სულ მინდოდა ოსკარით ხელში, საოსკარე “სფიჩის” წარმოთქმა… ცოტა მერე…
დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე განსაკუთრებული სეზონი დასრულდა … მსახიობისთვის ასეთი შანსი და ამხელა გამოწვევა ნამდვილი ბედნიერებაა … როგორ გავართვი თავი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ პროცესით საოცრად ვისიამოვნე. ძალიან დიდი მადლობა სრულიად “Formula Creative”-ის შემოქმედებით ჯგუფს ამ შესაძლებლობისთვის და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით ქეთი დევდარიანს, გიორგი ლიფონავს, ირაკლი საღინაძეს, მიშა მშვილდაძეს, თენგო მეგრელიშვილს, ბესო სოლომანაშვილის …. უდიდესი მადლობა ჩემს წარმოუდგენლად მაგარ პარტნიორებს, უმაღლესი კლასის მსახიობებს Giorgi Bochorishvili-ს, Eka Cast -ს, Joseph Khvedelidze. ჩვენს მაყურებლებს …. ამხელა ინტერესისთვის, ყურადღებისთვის, კომპლიმენტებისთვის…
უდიდესი მადლობა ჩემს “Rustavi 2″ Nika Gvaramia, ქვეყნის მთავარ არხზე რომ ხდება ეს ყველაფერი, ამიტომაც განსაკუთრებით მიმზიდველია ყველასთვის. მიყვარხართ !!! კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას”, – წერს მსახიობი.
სერიალის მეთოთხმეტე სეზონი განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა და მაყურებელი მუდმივად განიხილავდა, თუ როგორი დასასრული შეიძლებოდა ჰქონოდა ამ დაძაბულ სეზონს.

კომენტარები

სხვა სიახლეები