თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ვახტანგ სუთიძე მეგობრებს მიმართავს და მადლობას უხდის.
“ყველას უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის და სიყვარულისათვის. იმედი მაქვს, ღვთის წყალობით, მალე გამოვჯანმრთელდები. დიდება უფალს და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!” – წერს სუთიძე სოცქსელში.
შეგახსენებთ რომ მოდის ექსპერტის დალი ჩიტალაძის შვილი ვახტანგ სუთიძე გუშინ თარხნიშვილზე საცხოვრებელ სახლთან უცნობმა მამაკაცმა ცივი იარაღით დაჭრა.
ბრალდებული დაკავებულია ხოლო ვახტანგ სუთიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სხვა სიახლეები