ახალგაზრდა უკრაინელი მოდელი, ელენა ბურჩაკი, რომელსაც, რუსული მედიის ცნობით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან რომანი ჰქონდა, გასულ თვეს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა.
არსებული ინფორმაციის თანახმად, მოდელი საკუთარი ავტომანქანით “რენჯ როვერის” მარკის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. როგორც ირკვევა, მოდელი “პორშეს” გადამეტებული სიჩქარით მართავდა, სწორედ ეს გახდა ავტოავარიის მიზეზი. ბურჩაკი სამართალდამცველების მოსვლას არ დაელოდა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
ცნობისთვის, რუსული მედია ბურჩაკს როგორც “სააკაშვილის მეგობარ გოგონას” მოიხსეინიებს.
არსებული ინფორმაციით, 27 წლის მოდელმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ერთმანეთი კიევში, ერთ-ერთ ელიტურ წვეულებაზე გაიცნეს და მას შემდეგ ის “სააკაშვილის მეგობარი გოგონების მრავალრიცხოვან სიაში” ირიცხება.
სხვა სიახლეები