დეპუტატ ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პირველწყაროსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“მინდა, გამოვეხმაურო მესტიაში კორონაზე აგორებულ ცრუ ინფორმაციას. ჯერ ერთი, თბილისიდან ჩასულ ქალბატონსა და მის ოჯახზე რომ გავრცელდა ინფორმაციები, არ ჯობს, ჯერ რომ გაგერკვიათ, მერე გაგევრცელებინათ?! შეამოწმეთ თბილისში ის უბანი, რომელ უბანშიც ის ქალბატონი ცხოვრობს, თუ ვინმე არის მის ირგვლივ ინფიცირებული. ამიტომ, ვერანაირად იქნება თბილისიდან ამ ვირუსით დაავადებული მესტიაში ჩასვლამდე. იქ გახდნენ ჩვეულებრივი გრიპით ავად იმიტომ, რომ იმ სოფელში იყვნენ სიცხიანები, ჩვეულებრივად იყო ხალხი დაავადებული გრიპით. ამ ოჯახში არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც არის ასთმით დაავადებული და ცოტა გაურთულდა, წაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში. არაფერი საგანგაშო არ სჭირდა, მაგრამ მაინც ჩაიყვანეს ქუთაისში. იქ პირველად უთხრეს ფილტვების ანთება, შემდეგ უკვე – კორონა, აქედან გავიდა ინფორმაცია კორონა და დაბრალდა ამ ოჯახს. ეს რომ არა, ისე ჩაივლიდა თუ გავრცელდებოდა, ვერც ვერავინ გაიგებდა. ამ ოჯახის წევრებს რომ ჩაუტარდათ ტესტირება, უთხრეს – გადატანილი გაქვთო. დიდება და მადლობა უფალს, რომ ყველა ამჟამად კარგადაა – კარგი ანალიზებით, მაგრამ კარანტინი თავისთავად გასავლელია. საინტერესოა, თბილისიდან ჩასვლაზე რატომ გაქვთ აქცენტი მაშინ, როცა ათასობით ტურისტი სტუმრობს მესტიას?! ნუ შეგყავთ შეცდომაში საზოგადოება და ჭორის დონეზე ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ადამიანებს, მაგრამ ჩემთვის სამართალი და სიმართლე! უფალი იყოს ჩვენი მფარველი და შემწე!”, – წერს ნორა კვიციანი.