რას წერს მოკლული 7 თვის ბავშვის მამა, რომლის ცოლიც შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

მიშო დვალიშვილი, რომლის 16 წლის მეუღლე 7 თვის შვილის გაგუდვის ბრალდებით დააკავეს, სოციალურ ქსელში ტრაგიკულად გარდაცვლილ შვილს ემოციურ სტატუსს უძღვნის, რომელსაც პატარასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ურთავს.

“ყველაზე მაგარი კაცი მყავხარ, მამა, ჩემი ანგელოზი, ჩემი საერთოდ ყველაფერი ხარ, მენატრები. ყოველთვის ჩემი ცხოვრების გზა იქნები, კიდევ შენით ვარსებობთ, ვინც აქ დაგვტოვე, მამას დიდო ტკივილო”, – წერს დვალიშვილი.

საზარელი მკვლელობის მსხვერპლის 7 თვის ბავშვის დედა  16 წლის მარიამ შალამბერიძეა. ოჯახის განცხადებით, მან საკუთარი შვილი გაგუდა, შემდეგ კი სახლიდან გაიქცა. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, არასრულწლოვანმა სახლიდან ოქროები წაიღო, დაალომბარდა და ღამე სასტუმროში  უცნობ მამაკაცთან ერთად გაატარა. 7 თვის ბავშვის საზარელი მკვლელობა 22 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მოხდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები