რას წერს მამა, რომელიც დედის ნაცვლად სახლში ერთი დღით დარჩა – ეს ყველა კაცმა უნდა წაიკითხოს

ახალგაზრდა მამა ავსტრალიიდან ბრედ კერლნსი, თავისი გამოცდილებით დარწმუნდა, თუ როგორი რთულია სახლში ჯდომა ორ პატარა ბავშვთან ერთად და თან ოჯახის საქმეების შეთავსება. იგი იმდენად იყო შთაბეჭდილებებით სავსე, რომ სოციალურ ქსელში დაწერა ამის შესახებ.

ბრედმა გამოაქვეყნა ემოციური პოსტი, რომელშიც დეტალურად აღწერა ერთი დღე თავისი ცხოვრებიდან.
როგორც გაირკვა, მისი მეუღლე სარა ავად გახდა და ახალგაზრდა მამა იძულებული გახდა, სახლში დარჩენილიყო 2 წლის ნოსკისა და 6 თვის ფინთან. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ბრედს უნდოდა საკვების მომზადება, მაგრამ ორცხობილისა და ნახევრად გამლღვალი ხორცის ნაჭრის გარდა ვერაფერი იპოვა. სანამ მამა ფიქრობდა, თუ რისი მომზადება შეიძლებოდა ამ პროდუქტებით, ატირდა 2 წლის ნოკსი. ბავშვმა მოითხოვა DVD-ის ჩართვა. მამამ ვერ მოასწრო ნოკსის მოთხოვნის შესრულება, რომ პატარა ფინმა დაიწყო ისტერიული ტირილი. ბრედის სიტყვებით, ძალიან რთული იყო ტირილის მიზეზის დადგენა, მას, ასე პატარას ხომ ვერ შეეკითხებოდი… ყვირილისა და ცრემლების თანხლებით მამამ უცებ გააკეთა სწრაფად მოსამზადებელი მაკარონი, რომლითაც დაანაყრა უფროსი შვილი.

mshoblebi

“საღამოსთვის ჩემი მოთმინება ზედა ზღვარზე იყო. ნოკსი მხოლოდ მაშინ გაჩუმდა,როდესაც ნება დავრთე, ჩემს ბეწვიან ფეხებზე სტიკერები დაეკრა. ბოლოს უკვე ისე ვიყავი, დილით ფეხების გაპარსვა გადავწყვიტე, რათა სტიკერების აძრობით მიყენებული ტკივილი თავიდან ამეცილებინა,” – ჰყვება ბრედი.
ახალგაზრდა მამამ ღამითაც ვერ მოისვენა. პატარა ფინი ყოველ ნახევარ საათში იღვიძებდა და ყოველ ჯერზე მამას უხდებოდა ბავშვის საწოლთან მისვლა. ბრედმა აღიარა, რომ დილით ისეთ მდგომარეობაში იყო, 2 წლის შვილს საუზმეზე კანფეტები და კრეკერები აჭამა. ამ დროს კარზე გაისმა კაკუნის ხმა. ეს იყო ბრედის სიდედრი. “ოდესმე გქონიათ სიტუაცია, როდესაც ვიღაცა დაგდგომიათ თავზე იმ დროს, როდესაც არ ელოდით? სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი მაშინ, როდესაც ჩემი ცოლის დედა დავინახე“.
ბრედს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მთელმა ცხვრის ფარამ გადაუარაო: სახლი ხომ თავდაყირა იყო, ყველგან ტანსაცმელი ეყარა, ნიჟარა სავსე იყო გაურეცხავი ჭურჭლით, იატაკზე ეყარა სათამაშოები, სტიკერები…

mshoblebi

ახალგაზრდა მამა აღიარებს, რომ ვერ გაართვა თავი ყველაზე მარტივ სამუშაოსაც კი. მისი ცოლი კი ახერხებს იმას, რომ ბავშვებიც მოვლილი ჰყავდეს, სადილიც გაკეთებული, სახლიც დალაგებული და თავისი თავისთვისაც რჩება დრო.

“ზოგჯერ არ გეუბნებათ ხოლმე თქვენი ცოლი, რომ ერთი დღით უნდა თქვენს ადგილზე ყოფნა? თქვენ კი ალბათ გიკვირთ და პასუხობთ: კი მაგრამ, რად გინდა, ეს ხომ ერთი და იგივეა… არა, მეგობრებო, დამიჯერეთ, ეს ნამდვილად არ არის ერთი და იგივე”, – ამტკიცებს ბრედი.

წყარო: mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები