რას წერს ლიკა ყაზბეგი ბალერინაზე, რომელიც დედის მკვლელობაშია ბრალდებული

დედის მკვლელობაში ბრალდებული გოგონა  პრიმაბალერინა ანი მურადელია.   გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. დაკავებული ბალერინას შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს დიზაინერი ლიკა ყაზბეგი:

“ამიერიდან დიდ სცენას, ციხის კარები შეცვლის. სიყვარულს–სიძულვილი! თავისუფლებას–საკანში გატარებული საუკეთესო წლები! პრიმა–ბალერინას სტატუსი კი ….დედის მკვლელით შეიცვლება!
ჩემი თათას კოლეგა იყო ანი მურადელი. ლამაზი , ნიჭიერი, სიფრიფანა გოგონა, რომელსაც ღმერთმა ყველაფერი მისცა …. იღბალის გარდა.
მისი სისუსტის შესახებ ორი წლის წინ გავიგე და მიკვირდა, როგორ შეეძლო, როგორ ცეკვავდა საერთოდ, როგორ ახერხებდა ვარჯიშს. მიუხედავად ყველაფრისა მთელი ოპერის დასი, სამეგობრო…. გვერდში ედგნენ. აფასებდნენ მის ნიჭს. ჩემი აზრით აუცილებლად უნდა ჩართონ მის საქმეში ექიმები და ფსიქოლოგობი, რომ ეს მძიმე ჯვარი შეუმსუბუქდეს ამ ადამიანს. ცოდოა დედამისი, მაგრამ ათასჯერ უფრო ეს გოგო მებრალება” – წერს ყაზბეგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები