რას წერს გუფი ქეთასთან დაშორების შემდეგ

39 წლის ალექსეი დოლმატოვი ე.წ. გუფი და 32 წლის ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია დაშორდნენ. მიზეზი კი რეპერის ღალატი გახდა.
როგორც რუსული ტაბლოიდური გამოცემები წერენ, მან ქეთას 18 წლის გოგონასთან უღალატა.
“მომბეზრდა მოსაწყენი ქეთა თოფურია”, – თქვა რეპერმა.
“მე ახლა Mickey Mouse მყავს”, – დაწერა ინსტაგრამზე თოფურიამ.
ამის შემდეგ კი რეპერმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს.
“მადლობა ყველა პრობლემას, რომელიც თავს დამატყდა ბოლო დროს. რომ არა თქვენ, ახლა ასე კარგად არ ვიქნებოდი”, -დაწერა რეპერმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები