რას წერს ბრიტანული მედია თაკო გაჩეჩილაძეზე

„ევროვიზია“ 2017″-ზე საქართველოს სახელით, წელს თამარა გაჩეჩილაძე წარსდგა.
იმის მიუხედავად, რომ იგი ათეულში ვერ გადავიდა,მედიაში მის გამოსვლას სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა.
ქართულმა მხარემ მის სცენაზე გასვლამდე ლოცვაზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო მისი წარუმატებლობა ასე თუ ისე, ყურადღების მიღმა დარჩათ.
თამარას მიმართ უცხოურმა მედიამაც გამოიჩინა ყურადღება და აღნიშნეს, რომ იმედით აღსავსე თამარა გაჩეჩილაძე, მთელი წარმოდგენის განმავლობაში, ცეცხლში იყო გახვეული. მათ ისიც არ გამორჩენიათ მხედველობიდან, რომ ჩვენი წარმომადგენელი სიმღერასთან ერთად, სხვადასხვა მუსიკალური ტექსტის ავტორიცაა.
„თამარა ცეცხლში“, – ასე გამოეხმაურნენ ქართველი მომღერლის გამოსვლას ტვიტერზე.
„მისი კაბა ცეცხლშია“, – წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
“სამწუხაროა, რომ მან ვერ მოიპოვა საკმარისი მხარდაჭერა ფინალში გადასასვლელად”, -აღნიშნავს ბრიტანული მედია.

კომენტარები

სხვა სიახლეები