რას წერდა ფეისბუქზე შემზარავი მკვლელობისთვის დაკავებული: „თირკმელის კლიენტიც ვიშოვოთ”…

76 წლის ქალის შემზარავ მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ, სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან, კრიტიკული შეფასებები არ წყდება. თუმცა, სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაკავებული ახალგაზრდების მიმართ გამოთქმულ მწვავე კრიტიკას არ იზიარებენ.
“კვირა +“ გთავაზობთ დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ერთ-ერთი ბრალდებული, ბექა შენგელიას ფეისბუქგვერდზე გაკეთებულ შეფასებებს.
ბექა შენგელია სოციალურ ქსელში Sailer Gothes სახელით არის დარეგისტრირებული. Ni Na: ხორცი არ მიყვარს. ნაკლებად საეჭვოა, რომ შემომეჭმევა :დ, მაგრამ სანამ მეგობრობაზე და ადამიანობაზე დაიწყებთ საუბარს და მისი მეგობრების გაკიცხვას, ერთი იცოდეთ, რომ არავინაა ანგელოზი, უცოდველი და მე მისი მეგობარი ვარ. შეიძლება არ და ვერ გამეკეთებინა მსგავსი რამ, მაგრამ როგორც მისი მეგობარი, მე მის გვერდით ვიქნები და არ შევიზიზღებ, როგორც ამას ყველა აკეთებს.
Mater Mortis ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ ბექა შენგელიას მეგობრებს, რომ ისინიც დასაჭერები არიან და იმიჯი უნდა აიკრძალოს , მოგმართავთ თქვენ. არ ვაპირებ ბექას ან რომელიმე თქვენგანის გამო, სტილი შევიცვალო და გავხდე ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ. ინტელექტუალი ხეიბრები ხართ. ადამიანები, რომლებიც იკვებებიან ავადმყოფი ადამიანის გონებით და იმაღლებენ და ისუფთავებენ რეპუტაციას. რელიგიას შეფარებული ღორები და პარაზიტი ასკარიდები ხართ, რომლებიც პირში ამოსდიან ადამიანს ნაწლავებიდან. ბექა შენგელია იყო არაჩვეულებრივი ადამიანი და ზუსტად სოციუმმა გააუბედურა მისი გონება. ყველა მომხდარს აქვს საკუთარი მიზეზი. გამოდიხართ და ფეისბუქზე კომენტარებითა და ლოცვისკენ მოწოდებით იმაღლებთ თავს. მე არ ავიღებ ქვას და არ ვესვრი იმიტომ, რომ მისი გონება ქვების სროლის გამო უფრო დაბნელდა და წარმომიდგენია როგორ ეცემა, ურტყამენ და ქურდული მენტალობის ხალხი ორმაგად გამოუტანს განაჩენს. თვითონ დამნაშავე ყ—ბი , რომლებიც ობშიაკს აგროვებინებინებენ ბავშვებს და ობშიაკითა და დანით დაჭრილი ფულით სიგარეტს ან კოკაინს ყიდულობენ. ყოველთვის ბრმაა ქართველი ერი, ბინძური და ბრბო. ბრბო, რომელიც ცივად მოკლავს გონებრივად ავადმყოფ ადამიანს, და რომელ მართლმადიდებლობაზე და პატრიოტიზმზე მესაუბრებით, როდესაც ყ–ქალა ტრანსი , რომელიც პირში ყ–გაჩრილი დადის ქუჩებში, უკანალის შიგნეულობით თავს იწონებს და ფულზე იძლევა , იტყვის, ო, ეს რა მოხდა ? .. ბექა შენგელია სოციუმის გამო დაეცა , როდესაც ბავშვობაში აშავებდა, არ ასწავლიდნენ, არამედ ფიზიკურ ზიანს აყენებდნენ , არა ოჯახი, არამედ სოციუმი. ბექა ჰუმანური და კარგი ადამიანი იყო , და ის საზოგადოებამ შეიწირა , თუმცა კიდევ ბევრს შეიწირავს და ვერ დაინახავს ერი.
Ir Akli @Svanadze Tamuna @მასხულია ნიკოლოზ – ეს არაა პირველი შემთხვევა. უამრავი ბავშვია დაკარგული უკვე და ერთმა ამბავმა გახეთქა ბუშტი. ორგანოებით ვაჭრობაში რომ ეს ჩაბმული იყო,უკვე საეჭვოც აღარაა. იმედია, პოლიცია კონტროლზე აიყვანს ყველას და მათ შორის თქვენც შეგამოწმებენ თქვენი მეგობრებიანად. მერე ათამაშეთ ტრაკები ! ჩვეულებრივი მკვლელები ხართ,ვინც ამას “აპრავებთ” და მოგევლებათ ერთ დღესაც. ყველა “გოთი” არის პოტენციურად ამ საქმის შემოქმედი და ამის დაჭერით არ დასრულდება ყველაფერი.
Nino Labartyava: შე ნაგავო!!!!!!!!!!! არაადამიანო!!!!!!!!!!! ციხე კი არა, შენ და დანარჩენი დამნაშავეები ქუჩაში უნდა ჩაქოლოს ხალხმა!!!!!!!!! უგულო პირუტყვები ესენი!!!!!!!!!!!!!! მზია შავაძე: რას ითხოვთ? გინდათ რომ ჩაქოლოთ? კი ბატონო, მიდით, რას ელოდებით. მაგრამ თქვენ ამას ვერ გააკეთებთ. გინდათ ეს სხვამ გააკეთოს-მზიამ, მაიამ, ნინომ… რა მნიშვნელობა აქვს, ვინ. აბა თქვენ ხომ ხელს ვერ გაისვრით სისხლში, მაინც ღმერთის ,,გეშინიათ”. თუ გონებით ერთხელ მაინც ცდილობთ ამის გაკეთებას, მაშინ რა განსხვავებაა თქვენსა და ამ ადამიანებს შორის? დიახ, მინდა ამ ადამიანებისთვის ფსიქოლოგიც, ექიმიც, პანსიონატიც, მინდა რომ გონებიდან ამოირეცხონ ასეთი სურვილები და მიხვდნენ, რომ ყველაზე კარგი, რაც ამ სამყაროში არსებობს, ეს სიკეთეა, სიყვარული და თანადგომაა ერთმანეთის მიმართ. ამიტომაც ვთხოვ უფალს გადაარჩინოს მათი სულები. სოციალურ ქსელში ასევე დიდი მითქმა მოთქმა გამოწვია ბექა შენგელიას მიერ 13 ივნისს განთავსებულმა შემდეგმა სტატუსმა: „დექსამეტაზონის ურეცეფტოდ გამცემს ჩემი ხელით ამოვაჭრი ორივე თირკმელს !“აღნიშნულ პოსტზე ერთ-ერთი მისი ფეისბუქმეგობრის მიერ დაწერილ კომენტარს კი შემდეგნაირად პასუხობს: „თირკმელის კლიენტიც ვიშოვოთ… ^^“
14996575_1135587493145055_320088598_n 14961490_1135587489811722_1344423184_n 14958663_1135587483145056_777858479_n 14962868_1135587499811721_1164665602_n 14997040_1135587486478389_978911090_n

კომენტარები

სხვა სიახლეები