რას წერდა ნარკოგამსაღებელი ქალი, რომელსაც დღეს 8 წელი მიუსაჯეს-“ბარიგები რომ არ არსებობდნენ, რანაირად “იგულავებთ”
კაფე “გალერისა” და კლუბ “ბასიანში” ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ ერთ-ერთი ნარკორეალიზატორს, ქეთი მურუსიძეს დღეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
როგორც მურუსიძის ახლობლები ყვებიან, მის სანაცნობო წრეში ყველამ იცოდა, რომ იგი ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი იყო, თუმცა ნარკოტიკების გასაღებაში მისმა შესაძლო მონაწილეობამ, ყველას თავზარი დასცა.
მურუსიძე სოცქსელში აქტიურობით გამოირჩეოდა. ერთ-ერთ პოსტში ე.წ “ბარიგების” შესახებაც წერდა და მათ არსებობას ამართლებდა.
“არ ჩამქოლოთ, უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი… ბარიგები რომ ეშმაკები გამოგყავთ და არაადამიანები, თქვენ ლოგიკა ტრაკში გაქვთ, ვატყობ… ბარიგები რომ არ არსებობდნენ, რანაირად “იგულავებთ” და მიიღებთ “დრაგებს”? ვინმე მოდის და გაძალებს, გინდა თუ არა, იყიდეო, აქცია გვაქვს “ექსს” მოყვება “ემდიემეიო”? თუ არ გინდა, ნუ გინდა, რას გაწივიხართ, ესეთები ხართ, ისეთებიო? შეგვეშვით რა“, – წერს მურუსიძე.