რას ყვებიან ახალგაზრდები, რომლებიც აბასთუმნის ტყეში დაიკარგნენ

“როცა მივხვდით, რომ დავიკარგეთ, უკვე ისეთ ადგილას ვიყავით, რომ ვეღარ გამოვიკვლიეთ გზა”, – ამბობს ერთ-ერთი დაკარგული, ხატია მესხიძე.

„მთავარი სირთულე იყო ის, რომ ჩვენს ოჯახებზე ვნერვიულობდით, თორემ ერთმანეთს ვამხნევებდით და ვცდილობდით, არ გავჩერებულიყავით”, – განაცხადა მან.

„უამინდობა იყო. პირველ დღეს სეტყვა იყო და კოტეჯში ვიყავით. მეორე დღეს – ნისლი. მთის მარცხენა მხარის ნაცვლად მარჯვნივ წავედით. საირმისკენ ვიყავით,“ – ამბობს ერთ-ერთი დაკარგული.

სტუდენტები აბასთუმნის ტყეში სალაშქროდ 2 ივნისს შევიდნენ და სახლში 4 ივნისს უნდა დაბრუნებულიყვნენ. ოჯახებმა 5 ივნისს შეატყობინეს რეინჯერებსა და სამართალდამცველებს, რომ ახალგაზრდებს ვერ უკავშირდებოდნენ. 6 ივნისს, დაახლოებით, 18:00 საათისთვის ახალგაზრდების კვალს მიაგნეს.

წყარო: რუსთავი 2

 

კომენტარები

სხვა სიახლეები