რას ყვება მოქალაქე პატრულზე – ჯიგარი, შეამჩნია, არ დაიკიდა, არ დაეზარა

“ფეისბუქ” მომხმარებელი თორნიკე ასლანიშვილი საპატრულო პოლიციის მიერ მის მიმართ გამოჩენილი ყურადღების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თორნიკე აღნიშნავს, წვიმდა, მანქანის ფანჯარა კი ჩამოწეული დარჩა, რის შესახებაც პოლიციამ შეატყობინა.

“დღეს დილით ვაკეში, ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე სრული წესების დაცვით გავაჩერე მანქანა, გადავედი რამდენიმე წუთის საქმეზე. ნომერიც არ დავტოვე. კარგად წვიმს.

2-3 წუთში შემოდის ზარი:

– გამარჯობა, ბ-ნი თორნიკე ბრძანდებით?

– დიახ

– საპატრულო პოლიციიდან გირეკავთ

– …გისმენთ, თან ათასი ფიქრი წამოვიდა: არასწორ ადგილას გავაჩერე, ცუდად გავაჩერე, სითი პარკს ვადა გაუვიდა, საათობრივი არ ჩავრთე…

მე ამ ფიქრებში ვარ და ტიპი რას მეუბნება:

– უკანა ფანჯარა ჩამოწეული გაქვთ და დაგისველდებათ მანქანა.

– დიდი მადლობა

– წარმატებული დღე!

ჯიგარი შეამჩნია, არ დაიკიდა, არ დაეზარა ნომრის მოძებნა და დარეკვა”, – წერს თორნიკე ასლანიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები