რას ფიქრობს “ჩემი ცოლის დაქალების” “გრიშა კაკაჩია” პოლიტიკაში მოსვლაზე – მსახიობის კომენტარი

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟის, გრიშა კაკაჩიას როლის შემსრულებელი, მსახიობი დათო კვირცხალია მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში მისი პერსონაჟის ადგილი არ არის. ამის შესახებ მსახიობმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა.
„არა, რა თქმა უნდა. ის არ არის ამ ყველაფრის შემძლე კაცი. მას არ ეკუთვნის ეს ადგილი. ის თანამდებობისთვის შეუფერებელია. ჩემმა ქვეყანამ ბევრი მისი მსგავსი ნახა და არაა საჭირო, კვლავ კაკაჩია ნახოს. მას ეს პოსტი არ ეკუთვნის“, – განაცხადა დათი კვირცხალიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები