რას უნდა ველოდოთ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში

2022 წლის პირ­ვე­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა 18 იან­ვარს, 3:48-ზე გვე­ლის კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში 29-ე გრა­დუს­ში. კირჩხი­ბი არის წყლის, ოჯა­ხის, სამ­შობ­ლოს ნი­შა­ნი, გა­ნა­გებს ემო­ცი­უ­რო­ბას, მგრძნო­ბე­ლო­ბას. ამი­ტომ, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაც იქ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად ემო­ცი­უ­რი. მომ­დევ­ნო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ძაბ­ვას ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მშობ­ლებ­თან. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გა­ჭირ­ვე­ულ­დე­ბი­ან ბავ­შვე­ბი. ფრთხი­ლად წყალ­თან. მომ­დევ­ნო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად შეხ­ვდით ნა­თე­სა­ვებს, და­ეხ­მა­რეთ მათ, გან­სა­კუთ­რე­ბით ასა­კი­ა­ნებს და მო­ა­წყვეთ ოჯა­ხუ­რი წვე­უ­ლე­ბე­ბი. ამას­თან, ნე­გა­ტი­ურ ას­პექ­ტში, მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მე­ლან­ქო­ლია, ჭირ­ვე­უ­ლო­ბა, ის­ტე­რი­კუ­ლო­ბა და ტი­რი­ლის სურ­ვი­ლი. მე­ტად და­კავ­დით სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბით. კარ­გი იქ­ნე­ბა სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. აღად­გი­ნეთ ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს და მომ­დევ­ნო ორ დღეს მო­ე­რი­დეთ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას, სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ სა­ჭეს­თან და ზო­გა­დად მგზავ­რო­ბი­სას. მშვი­დი და გამ­გე­ბი­ა­ნი იყა­ვით ბავ­შვე­ბის მი­მართ, მათ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მოქ­მე­დებს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და ისი­ნი ზედ­მე­ტად აღ­გზნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ თუ უძი­ლო­ბა შე­გა­წუ­ხებთ, ზო­გა­დად, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღე­ებ­ში (პლუს/მი­ნუს 2 დღე) მო­მა­ტე­ბუ­ლია აღ­გზნე­ბა­დო­ბა.

18 იან­ვარს, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დროს მზე სე­რი­ო­ზულ, მი­ზან­სწრა­ფულ თხის რქის ნი­შან­შია და უპი­რის­პირ­დე­ბა მთვა­რეს, რო­მე­ლიც ემო­ცი­ურ და მე­ო­ჯა­ხე კირჩხიბ­ში მდე­ბა­რე­ობს. მზეს უერ­თდე­ბა პლუ­ტო­ნი, ძი­რე­უ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბის პლა­ნე­ტა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი პრო­ფე­სი­ულ და ოჯა­ხურ თე­მებ­ში. ამ დღეს გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბიც ამი­ტომ, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან კარ­მუ­ლი პარტნი­ო­რე­ბი, მი­უბ­რინ­დე­ბით ძველ საქ­მე­ებს. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, პლუ­ტონ­თან ერ­თად მზე­სა­თან დგას თეთ­რი მთვა­რეც. რაც გვი­ბიძ­გებს, გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ჩვე­ნი პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რე და უარ­ყო­ფი­თი კი გა­მო­ვას­წო­როთ. უნდა ვი­ყოთ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ე­ბი, კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბი, სუ­ლი­ე­რე­ბი. გა­მო­ვავ­ლი­ნოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სი­ტყვით და საქ­მით.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ურა­ნი მერ­კუ­რის და­პი­რის­პი­რე­ბის გავ­ლე­ნით ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ მო­წო­დე­ბე­ბის ხმა­მაღ­ლა გაჟ­ღე­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა გა­გახ­სენ­დეთ ძვე­ლი იდე­ე­ბი და მათ მი­უბ­რუნ­დეთ. მო­ი­მა­ტებს მკვეთ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი (სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც), თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ სწრაფ­ვა და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მო­წო­დე­ბე­ბი. ამას­თან, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა შე­ფერ­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­ღე­ბა­ში; ელექტრო­ნივ­თე­ბის, გა­ჯე­ტე­ბის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლა. მეტი დრო დაგ­ჭირ­დე­ბათ კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე მი­სას­ვლე­ლად, კონ­კრე­ტუ­ლი დო­კუ­მენ­ტის აღე­ბა ან სა­ბუ­თის შედ­გე­ნა გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა. იყა­ვით მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბის, წვრილ­მა­ნე­ბის, წე­სე­ბი­სად­მი და ყვე­ლა­ფე­რი რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ა­მოწ­მეთ. შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­დოს ან ჩა­ი­შა­ლოსს საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი.

ვე­ნე­რა­სა და ურა­ნის ას­პექ­ტი რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებს მო­ი­ტანს. ეს იქ­ნე­ბა “ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა” (თუმ­ცა, ასე­თი გრძნო­ბა რო­გორც აფეთ­ქდე­ბა, ისე­ვე მალე დას­რულ­დე­ბა) ან შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან შე­გიყ­ვარ­დეთ თქვე­ნი პარტნი­ო­რი – სხვა თვა­ლით და­ი­ნა­ხოთ. გრძნო­ბე­ბი აფეთ­ქდეს კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის მი­მართ. არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კი მო­სა­ლოდ­ნე­ლია არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ სწრაფ­ვა. არ გირ­ჩევთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, სი­ლა­მა­ზის ნივ­თე­ბის და კომ­პი­უ­ტე­რე­უ­ლი ტექ­ნი­კის შე­ძე­ნას, ფუ­ლის და­უ­ფიქ­რე­ბელ ფლან­გვას.

აქვე გე­ტყვით, რომ 29 იან­ვრამ­დე რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა სი­ლა­მა­ზის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა. არ გირ­ჩევთ სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. 4 თე­ბერ­ვლამ­დე კი რეტრო­ფა­ზა­ში იქ­ნე­ბა მერ­კუ­რიც – გაფრ­თხილ­დით მგზავ­რო­ბი­სას, სა­ბუ­თე­ბის შედ­გე­ნი­სას, მი­მო­წე­რი­სას, ორ­ჯერ გა­და­ა­მოწ­მეთ ყვე­ლა დე­ტა­ლი.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად: პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, მათ­ზე, ვინც და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს 15-19 იან­ვრის პე­რი­ოდ­ში. იშ­რო­მეთ, იყა­ვით სა­მარ­თლი­ა­ნი და თქვენ ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­გი­ვათ. აგ­რეთ­ვე, კირჩხიბ­ზე (18-22 ივ­ლისს და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი), თხის რქა­ზე, მო­რი­ელ­ზე, თევ­ზებ­სა და სას­წორ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­ზე, ვი­საც ამ ნიშ­ნებ­ში მზე გყავთ 26-30 გრა­დუს­ში. და თუ მზე გყავთ ვერ­ძის კუ­როს, ლო­მის, მშვილ­დოს­ნის, მო­რი­ე­ლი­სა და მერ­წყუ­ლის 1-2 გრა­დუს­ში. ან თუ ამ ნიშ­ნე­ბის გრა­დუ­სებ­ში გყავთ პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი, კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი. მინ­და გა­მოვ­ყო ისი­ნი, ვინც და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს 15-19 აპ­რილს და 18-22 ოქ­ტომ­ბერს. თქვენ რთუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­გი­წევთ. მაგ­რამ ნუ დარ­დობთ, გე­ყო­ფათ ძა­ლაც და გო­ნი­ე­რე­ბაც.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად გა­და­ი­ტა­ნენ თევ­ზე­ბი და მო­რი­ე­ლე­ბი. პლუ­ტო­ნი და­გეხ­მა­რე­ბათ და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნოთ ცხოვ­რე­ბა­ში. ვერძს, სას­წორს და თხის რქას მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ სა­ო­ჯა­ხო და საქ­მი­ან სფე­რო­ებ­ში.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის ენერ­გე­ტი­კას ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს ჩვენ­ზე გავ­ლე­ნა, ვი­ყოთ სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი, პო­ზი­ტი­უ­რე­ბი და გა­ვა­ბედ­ნი­ე­როთ ჩვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბით, სა­ჩუქ­რე­ბით.

წყარო:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები