დღეს, 10 სექტემბერს, მზე უერთდება მთვარის დაღმავალ კვანძს და იქიდან გამომდინარე, რომ მთვარის კვანძები ყოველთვის ერთმანეთთან ზუსტ ოპოზიციაში იმყოფება, მზე დაუპირისპირდება მთვარის ჩრდილოეთ კვანძს. ამის შესახებ ასტროლოგი, რამაზ გიგაური პროგნოზს აქვეყნებს:
“დღეს, მზე უერთდება მთვარის სამხრეთ (დაღმავალ კვანძს) და იქიდან გამომდინარე, რომ მთვარის კვანძები ყოველთვის ერთმანეთთან ზუსტ ოპოზიციაში იმყოფება, მზე დაუპირისპირდება მთვარის ჩრდილოეთ (აღმავალ) კვანძს.
მთვარის კვანძები კარმული ასტროლოგიის თემას ეკუთვნის. ასე რომ, 10 სექტემბერი (+/- 2 დღე) – კარმულ დღედ შეიძლება ჩავთვალოთ. ასეთ დროს მიღებული შედეგები უმეტესწილად წარსულს უკავშირდება და ეს არის სამყაროს მხრიდან ჩვენთვის „გაცემული“ პასუხი.
ფსიქოლოგიურ დონეზე შეიძლება იყოს ჩვენ წარსულ „მე“-სთან გამომშვიდობება, ხელისშემშლელი პატერნების გაცნობიერება და მოცილება.
ასეთ დღეს ადამიანი ხშირად ხედავს ისეთ სიზმარს, რომელიც სწორედ ზემოთ ხსენებულ ინფორმაციას უკავშირდება (მაგალითად, სიზმარში ადამიანი კლავს ვინმეს, რაც სიმბოლურად „ძველი მე-ს“ სიკვდილს და „ახალი მე-ს“ ფორმირებას უკავშირდება, ან შეიძლება ეს იყოს ქირურგიული ოპერაცია, რაიმეს დაკარგვა ან რამე ამდაგვარი). ეს ყველაფერი იხსნება როგორც წარსულის მოცილება და რამე რომ მოვიცილოთ, უპირველესად, ეს უნდა გაანალიზდეს.
P.S. პირადი ჰოროსკოპის, პირადი ასტროლოგიური პროგნოზის ან ნებისმიერი ასტროლოგიური მომსახურების შესახებ: Messenger ან 599 94 06 80 (WhatsApp, Viber, Signal, Telegram)
მთვარის სამხრეთ კვანძი თუ სიმბოლურად წარსულს უკავშირდება, ჩრდილოეთ კვანძი – უკვე მომავალია. მზის („მე“) ოპოზიციური ასპექტი კი უკავშირდება კონკრეტული ადამიანის მიერ გაკეთებულ არჩევანს წარსულსა და მომავალს შორის. მან უნდა გააცნობიეროს ძველი პროგრამები და შეცვალოს ის ახლით. ბუნებრივია, ფსიქოლოგიურ დონეზე არ არის სასურველი ძველის მოცილება ისე, თუ ახალი გაცნობიერებული, გააზრებული და მომზადებული არ გვაქვს. თუ ყავარჯენს ვაგდებთ, ნატკენი ფეხი საბოლოოდ მორჩენილი თუ არა უნდა გვქონდეს, აუტანელ ტკივილს მაინც არ უნდა ვგრძნობდეთ.
ასე რომ, გამოიყენეთ ეს დღე (მაქსიმუ, ხვალინდელიც) წარსულის გააზრებისთვის და იმ მოძველებული პროგრამების თუ პატერნების მოცილებისთვის, რომლებმაც თავის დროზე „კარგად იმუშავა“, თუმცა ახლა რაღაც ახალია საჭირო. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც ხასიათის თვისებებს, ისე ცხოვრებისეულ გარემოებებსა და ურთიერთობებსაც კი.” – წერს ასტროლოგი.
Prev Post
სხვა სიახლეები