რას პოულობენ ლონდონის კანალიზაციაში (ფოტოკოლაჟი)

ლონდონის ქუჩების ქვეშ კანალიზაციის მილებში ცხიმის უზარმაზარი გროვები ჩნდება და მილებს ჭედავს.
მათ ლონდონელებმა “ცხიმბერგი” უწოდეს. ლონდონის შესაბამის სამსახურებს მათთან ბრძოლა ხელით უწევთ. ამისთვის ადამიანი კანალიზაციის მილში ჩადის და იქ “ცხიმბერგებს” ნიჩბით წმენდს.
“ცხიმბერგი” ხანდახან რამდენიმე ტონას იწონის. „ბი ბი სის” ცნობით, ეს პრობლემა ბოლოდ დროს ძალზე აქტუალური გახდა. ლონდონის საკანალიზაციო სისტემა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეშია აშენებული და “ცხიბერგის” გაჭედვის შემთხვევაში რამდენიმე უბნის საკანალიზაციო სისტემის პარალიზება შეიძლება მოხდეს.
მთავარი პრობლემა, რაც „ცხიმბერგებს” იწვევს, არის მოსახლების მავნე ჩვევა, რომელიც საკანალიზაციო მილში საჭმლის შეწვის შემდეგ დარჩენილ ცხელ ცხიმს ასხამს.
ეს ცხიმი მილებში ცივდება და ქვავდება, რაც მათ ჭედავს. თუმცა მილების გაჭედვას სხვა ნივთებიც იწვევს, ხშირად მილებში პოულობენ პრეზერვატივებს, ჰიგიენურ საფენებს, და გატეხილ ნათურებსაც კი.

კომენტარები

სხვა სიახლეები