საქართველოში დაწესებული შეზღუდვა, რომელიც საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებდა, ძალაში რჩება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა საზოგადოებას ის მიზეზი განუმარტა, თუ რატომ რჩება ძალაში აღნიშნული შეზღუდვა.
“მიზეზი, რატომაც ამ ეტაპზე არ არის ამ პერიოდის შემსუბუქება არის ის ფაქტი, რომ ის დამატებითი მოდულობა, რომელსაც დავაგენერირებთ როგორც სავაჭრო ქსელების გახსნით, ასევე სკოლების, ტრანსპორტის და ღია სივრცეებში კვების ობიქტების გახსნით, დასაკომპენსირებელია სხვა ტიპის შეზღუდვით.
უფრო სწორი იქნებოდა უფრო გამკაცრება გადაადგილების შეზღუდვით, მაგრამ ვითვალისწინებთ, მოქალაქეების და ბიზნესის მოთხოვნებს და არ ვეხებით 21:00 საათს” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.