ლეონარდო დიკაპრიო ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ბრალდებას, რომ მსახიობის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ამაზონის ჯუნგლებში ხანძარი ხელოვნურად გააჩინა, უარყოფს.
დიკაპრიო განმარტავს, რომ ის ბრაზილიელ ხალხს უჭერს მხარს და ყველაფერს გააკეთებს ამაზონის ტროპიკული ტყეების გადასარჩენად.
ცნობისთვის, ბოლსონარუმ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ჰოლივუდის ვარსკვლავს დააბრალო, რომ დიკაპრიოს საქველმოქმედო ორგანიზაციამ თანხა „მსოფლიოს ველური ბუნების დაცვის ფონდს“ გადაურიცხა, რომელიც, თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს.
ამასთან, ბოლსენარუს მტკიცებით, 25 ნოემბერს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში, პარას შტატში, ნაკრძალში ცეცხლი განგებ გააჩაღეს, რათა ხანძრის კერების ამსახველი ფოტოები გადაეღოთ და ფონდისთვის გაეგზავნათ.
ამყველაფერში კი ბრაზილიის პრეზიდენტი ლეონარდო დიკაპრიოს ადანაშაულებს.