რას ნიშნავს სწორად კოცნა და როგორ ვისწავლოთ ის

კოცნას ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს არის პირველი ინტიმური შეხება და ემსახურება ურთიერთობის გაღრმავებას. დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია, დავგეგმოთ ცხოვრება ადამიანთან, ვისი კოცნაც არ გვსიამოვნებს. ყველაფერი კი პარტნიორის გემოზეა დამოკიდებული. პირველი, რაც შეიძლება, გირჩიოთ, ის არის, რომ არ შეგეშინდეთ, რადგან შიში შეგბოჭავთ და კოცნა შეუძლებელი გახდება. შეგიძლიათ, გამოუტყდეთ პარტნიორს, რომ ეს პირველად ხდება. დარწმუნებული იყავით, არ დაგცინებენ, რადგან ასეთ რამეს მხოლოდ უახლოეს ადამიანებს უმხელენ. ეს უფრო დაგაახლოებთ. პირველი კოცნისთვის შეარჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ. რა თქმა უნდა, კოცნაში მთავარი ტუჩებია. ისინი უნდა იყოს მოვლილი. სასურველია, არ იყოს გამომშრალი და დამსკდარი. თუ იცით, რომ კოცნა გელოდებათ, წინასწარ წაისვით დამატენიანებელი კრემი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირის ღრუს სუნს. თუ დარწმუნებული არ ხართ თქვენს თავში, შეიძინეთ გამაგრილებელი აბები. პირველივე შეხვედრისას ნუ შეეცდებით მის კოცნას. დაუჯექით გვერდით, აიღეთ მისი ხელი. ჯობს, შეეჩვიოს თქვენს შეხებას.

პირველი კოცნა უნდა იყოს ნაზი და ფრთხილი. შეეცადეთ, რომ არ იყოთ დაძაბული. ტუჩები სასურველია, იყოს მოდუნებული. აკოცეთ მონაცვლეობით ზედა და ქვედა ტუჩებზე – ისე, რომ მასაც მისცეთ კოცნის საშუალება. დააკვირდით მის რეაქციას, რომ მიხვდეთ, რა მოსწონს და რა არა. კოცნისას ნუ გაშეშდებით, მოეფერეთ პარტნიორს ზურგსა და თმებზე, ჩაეხუტეთ. რაც მთავარია, მიიღეთ სიამოვნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები