„რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება?“ – ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ფრაზას – „სექსუალური შევიწროება“ განმარტავს და „ფეისბუქის“ გვერდზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს.
„სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განმარტებაში.
დეპარტამენტი მოუწოდებს იმ ადამიანებს, ვინც მიიჩნევს, რომ სექსუალურად ავიწროებენ – პოლიციას მიმართონ.
„იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ თქვენ მიმართ ადგილი აქვს სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას“, – აცხადებენ დეპარტამენტში.