რას მოგვიტანს 2 თებერვლის სავსემთვარეობა – ასტროლოგი

ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი მოსალოდნელ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ ინფორმაციას გვიზიარებს:
“2 თებერვალს, თბილისის დროით ღამის 02:10 საათზე, გვაქვს სავსემთვარეობა ლომის 13°03’ გრადუსზე.
მთვარე ლომში ოპოზიციას ქმნის მზესთან მერწყულის ზოდიაქოს 13°03’ გრადუსზე. ამავდროულად, მერწყულში ფორმირდება ძლიერი სტელიუმი — პლუტონის, მარსის, მერკურისა და ვენერას მონაწილეობით, რაც ამ ლუნაციას განსაკუთრებულ ინტენსივობას ანიჭებს.
ეს არის ლომისა და მერწყულის ღერძის კულმინაცია — მომენტი, როდესაც მკაფიოდ იკვეთება წინააღმდეგობა ინდივიდუალურ თვითგამოხატვასა და კოლექტიურ მოთხოვნებს შორის. ლომის მთვარე გამოხატავს ადამიანის ფუნდამენტურ შინაგან საჭიროებას, გულიდან წამოსულ სურვილს — იყოს დანახული, აღიარებული და დაფასებული. ეს არის სურვილი საკუთარი თავის წარმოჩენისა და გაბრწყინების, შინაგანი იმპულსი, რომელიც დაკავშირებულია გულთან — იმ ცენტრთან, საიდანაც იბადება ნამდვილი შემოქმედებითი მუხტი და სიცოცხლის ენერგია.
მერწყულისთვის კი არ არსებობს ერთი ცენტრალური ფიგურა. მის სივრცეში ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია. აქ მთავარი ხდება ერთიანობა, თანასწორობა, საერთო იდეა და მომავლის ხედვა. სწორედ ამ განსხვავებულ პრინციპებს შორის იბადება დაძაბულობა: პირადი სურვილი ეჯახება კოლექტიურ მოთხოვნას, გულის ხმა — გონების არგუმენტს, „მე მინდა“ — „ეს ყველასთვის საჭიროა“.
მარსი ამ დროს მზეს და პლუტონს შორის შუა წერტილშია, რაც სავსემთვარობის დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ემოციური ინტენსივობა, ძალაუფლების თემები, შინაგანი აფეთქება და ძველი იდენტობის გარდაქმნა გვაიძულებს გულწრფელ პასუხს საკუთარ თავთან: ვცხოვრობ ჩემი ნამდვილი გულიდან წამოსული სურვილებით თუ ვასრულებ როლს, რომელიც სისტემამ მომანიჭა.
სავსემთვარეობა შედეგების ეტაპია. ის გვაჩვენებს, რამდენად ემთხვევა ჩვენი შინაგანი მოთხოვნილებები იმ სამყაროს მიმართულებას, რომლის შექმნაშიც ყოველდღიურად ვიღებთ მონაწილეობას. მისი მთავარი გაკვეთილი არის ბალანსის პოვნა — შეძლო საკუთარი თავის, საკუთარი იდენტობის გამოხატვა და ამავე დროს დარჩე საერთო მთლიანობის ნაწილად. იყო უნიკალური — არ ნიშნავს სხვებზე მაღლა დგომას. იყო კოლექტივის ნაწილი — არ ნიშნავს საკუთარი თავის დაკარგვას. როდესაც ლომის გული და მერწყულის ცნობიერება თანამშრომლობს, იბადება ნამდვილი ლიდერობა, არა ძალაუფლებით, არამედ შინაგანი სინათლით.
ამის შემდეგ, 17 თებერვალს, უკვე იწყებს დაბნელებების სეზონს — მზის დაბნელებით მერწყულის 29°-ზე. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე სავსემთვარეობა ერთგვარი პროლოგიაა უფრო მასშტაბური ცვლილებების, რომლებიც კოლექტიურ და ინდივიდუალურ დონეზე მომდევნო კვირებში გამოიკვეთება”, – აცხადებს თამარ ხოსროშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები