სპეციალურად”კვირა+”-სთვის – ასტროლოგიურ-ეზოთერული სკოლის ხელმძღვანელი, თორნიკე ბიძინაშვილი.
ასტროპროგნოზი-2016: მარსის წელი
თუ განვლილმა 2015 წელმა მორიგი შვიდ წლიანი პლანეტარული ციკლი დაასრულა, მაშინ მომავალი ფაქტიურადჩვენი ცხოვრების ახალ გვერდს ხსნის, თავისი მიღწევებით ( და წარუმატებლობით) ახალ ევოლუციურ დონეზე. ასტროლოგიური ტრადიციის თანახმად, პირველი წლის სიმბოლურ მმართველად ცეცხლოვანი მარსი-მხურვალე პლანეტა გვევლინება – აქტიური და უკომპრომისო.
უკვე თვით ამ მოცემულობით სავარაუდოა, რომ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება, ამასთან ჩვენ ბოლო წლებში დაგროვილი პრობლემების გადაჭრა მოგვიწევს, როგორც იტყვიან, „იძულებით წესრიგში“ – ყველა შესაძლო გადავადება, ნახევრად გაკეთებული და მსგავსი გამოვლინებები შემდგომში აღარ იმუშავებენ.
მარსი ეს არის ომისა და განხეთქილებების ღვთაება, ყოველთვის გვაუწყებს არც ისე მსუბუქ და კრიტიკულ სიტუაციებს, ამიტომ აქ ანალოგია ძალიან უბრალო და გასაგებია – ჩვენ გველოდება მოძველებულის მკვეთრად გამწვავება, მძიმე მწვავე-ქრონიკული დაავადებები. გადადება ან დროის გაწელვა არ გამოდგება, რაც მთავარია კრიზისის დაშვება შეიძლება წავიდეს სასიკეთოდ და ჩაიდოს მომავალში გამოჯანმრთელებისთვის საფუძვლები.
აქ იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საღი აზრი და შესაძლებლობა გამოიძებნოს გონივრული კომპრომისი, რამდენადაც გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან მეტად სავარაუდოა ისეთი არასასიამოვნო მოვლენები, როგორიცაა რიგი კონფლიქტების ესკალაცია, აქტივიზაცია საბრძოლო შეტაკებებისა, გაზრდა „თავდაცვის“ ბიუჯეტისა, ასევე განვითარება (და მოხმარება) იარაღის ახალი სახეობისა. ყველა ძალოვან ტიპებთან და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან ერთად მომავალი წელი ასევე სასიკეთო იქნება სპორტსმენებისთვის, გამომგონებლებისთვის და მკაფიო, გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებისთვის.
საერთოდ, ამ არც ისე მარტივ პერიოდში წარმატების მიღწევას შეძლებენ შემართებული, უშიშარი, აქტიური და გაბედული ადამიანები, ერთის მხრივ უნდა გვახსოვდეს: ფსონები მკვეთრად იზრდება, თავისუფლად არაფერი მოვა და „მოტეხვითაც“ ვერაფერს გავხდებით. მარსთან ჯობია ვითამაშოთ ან წესებით-ან საერთოდ არ შევიდეთ თამაშში.
მღელვარე საწყისი
მანამდე სანამ შევუდგებით მოვლენების განვითარების ასტროლოგიურ ანალიზს, მინდა აღვნიშნო შემდეგი: როგორც ზამთარის მზებუდობის მომენტში (რომელსაც ბევრი ასტროლოგიგეოპოლიტიკური წლის ნამდვილ დასაწყისად თვლის), ასევე ახალი წლის ღამეს მარსი იქნება სასწორში, შვიდობის მოყვარული ვენერას მმართველობის ქვეშ, რომელიც ვერ იტანს დავებს და კონფლიქტებს. ათვლის წერტილი, როგორც ცნობილია, ასტროლოგიაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, და წლის მმართველის ყოფნა ჰარმონიის და წონასწორობის ნიშანში (სადაც მარსის მეომარი ჟინი საგრძნობლად შესუსტებულია) ერთმნიშვნელოვნად მიგვითითებს იმაზე, რომ 2016 წელს განსაკუთრებულ როლს ითამაშებს დიპლომატია, კომპრომისული გადაწყვეტილებების ძიება, და მთავარი-ოპონენტის მოსმენის უნარი. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმისმიერი უთანხმოება შეიძლება ძალიან სწრაფად და უკონტროლოდ გადავიდეს ღია დაპირისპირებაში წარმოუდგენელი შედეგებით.
შუღლის ნაპერწკალი შეიძლება გაღვივდეს ზუსტად წლის დასაწყისში: 3 იანვარს მარსი, მერკურისთან დაძაბული ასპექტის ფორმირებით, გადადის ჰარმონიული სასწორიდან მეამბოხე და მძვინვარე ნიშანში, მორიელში, სადაც გაჩერდება 6 მარტამდე. აქ ომის ღმერთი ძალიან ძლიერია, ამასთან უკიდურესად აგრესიული და მზაკვრული. ურანთან, პლუტონთან და ბოროტ შავ მთვარესთან ნეგატიური რეზონანსის გათვალისწინებით მითითებულ პერიოდში სავარაუდოა მოვლენების განვითარების ყველაზე პესიმისტური სცენარი. ტრადიციულად მორიელის „იურისპუდენციის“ ქვეშ იმყოფება არაბული ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთი და ისლამური სამყარო მთლიანად: ზუსტად აქ შეიძლება მოხდეს პოლიტიკური კონფლიქტებისა და საომარი მოქმედებების მკვეთრი ესკალაცია-განსაკუთრებით რელიგიურ-იდეოლოგიურ საფუძვლებზე. ამის გარდა, მორიელი მართავს „დიდ ფულს“: ბანკებს, ბირჟებს, სადაზღვეო და საინვესტიციო კომპანიებს. ამ კავშირში სავსებით შესაძლებელია მორიგი მსოფლიო ფინანსურ-ეკონონომიკური კრიზისი-ამასთან უკვე პრინციპულად ახალ და გაცილებით სერიოზულ დონეზე (თუმცა, ეს თემა იქნება მეტად აქტიური მთელი 2016 წლის განმავლობაში: ჩვენ გველოდება განსაკუთრებით წარმოუდგენელი და არასტაბილური პერიოდი სავალუტო და სასაქონლო ბაზრებზე).
8 თებერვალს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა მოხდება: ახალმთვარეობა მერწყულში მიგვანიშნებს მაიმუნის წლის დადგომას. სამწუხაროდ, მზის და მთვარის შეერთება ამ დროს უკიდურესად მძიმე ასპექტში (კვადრატურა) მორიელის დამანგრეველ გრადუსში მდგომ მარსთან მოხდება. კვადრატურა მერწყულსა და მორიელს შორის საკმაოდ მძიმედ ითვლება, ისე, როგორც წესი, ერთვის ურანის (ის ძალიან ძლიერია ორივე ნიშანში) უფრო მეტად პრობლემურ გამოვლინებას: ბუნტი, ანარქია, შეურიგებლობა, მიდრეკილება რადიკალური მოქმედებებისკენ და ტერორისტული აქტებისკენ. გამყრელი კვადრატურა ურანსა (მერწყულის მმართველი, სადაც ხდება ახალმთვარეობა) და პლუტონს (მორიელის მმართველი, სადაც იმყოფება მარსი) შორის მხოლოდ გააძლიერებენ ნებისმიერ ნეგატიურ ტენდენციებს.
რამდენადაც საუბარი მიდის ახალ წელზე აღმოსავლეთის კალენდრით, ეპიცენტრი მღელვარე მოვლენებისა სავსებით შესაძლებელია აღმოჩნდეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები (ჩინეთის და ინდოეთის ჩათვლით). ზუსტად იქ შეიძლება ჰქონდეს ადგილი სტიქიურ კატაკლიზმებს, ეკოლოგიურ კატასტროფებს, ეპიდემიებს, ბუნტებს, არეულობებს და საბირჟო კოლაფსებს. მსოფლიო ეგზოტიკური დასვენების მოყვარულებს შეიძლება ვურჩიოთ გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე მოგზაურობისას (შეძლებისდაგვარად კი საერთოდ უარი თქვან).
გაურკვეველი განვითარება
პირველი ნახევარი წლის კულმინაცია მარტში დადგება (და ეს შეიძლება გახდეს მთელი 2016 წლის შემობრუნების წერტილი). ამ თვეში ჩვენ გველოდება ორი დაბნელება: 9-ში (მზის) და 23-ში (მთვარის). პირველი იწვევს განსაკუთრებულ განგაშს, რამდენადაც მზე, მთვარე, იუპიტერი და სატურნი შექმნიან ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ ასტროლოგიურ კონფიგურაციას-ტაუ კვადრატს (ამ ყველაფერთან ერთად სატურნი იქნება ტაუ კვადრატის წვერი, რომლისგანაც, როგორც ცნობილია, ძნელია ელოდო განსაკუთრებულ სიკეთეებს და საჩუქრებს). მოკლედ, მთვარის დაბნელებას დაემთხვევა ზუსტი კვადრატი იუპიტერისა და სატურნისა, ორი პლანეტისა, რომელიც დიდ გავლენას ახდენენ ნებისმიერ სოციალური მოვლენის განვითარებაზე. ზუსტად მარტში, განსაკუთრებით დაბნელებების შუა პერიოდში (15-17 მარტი) შეიძლება ველოდოთ ფუნდამენტალურ რყევებს მსოფლიო ფინანსურ სისტემებში, ხოლო ტრიგონი იუპიტერსა და პლუტონს შორის (ზუსტი ფაზა 16 მარტი, მაგრამ მოქმედებს მთელი თვე და უფრო მეტი), რომელიც გვეჩვენება ასე ჰარმონიულად რეალურად კი მდიდრებს გაამდიდრებს, ღარიბებს კი უფრო მეტად გააღარიბებს.
აპრილის დასაწყისიდან ივნისის ბოლომდე პერიოდი იქნება ნეგატიურად დატვირთული სატურნი იუპიტერის და სატურნი ნეპტუნის ასპექტით. ეს პერიოდი შეიძლება სიმბოლურად ასე დავახასიათოთ: „ავგეას რემის გაწმენდა“. ალბათობა საომარი მოქმედებებისა და ძალადაობრივი ოპერაციებისა მარსის რეტროგრადული მოძრაობის დროს ქვეითდება, თუმცა სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც კი ბევრ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს გასხვავებული ცვლილებები. შეიძლება ხმაურიანი ბანკროტები და სახელმწიფო დეფოლტებიც კი, დავალიანებების კრიზისები, კონკურენტული დევალვაციები და სხვა „ხიბლი“ ნელნელა, ხმამაღლა ტრანსფორმირებადი მსოფლიო ფინანსური სისტემები. ამ ფონზე რიგ რეგიონებში, არ არის გამორიცხული, ხელისუფლების გადაყენება, პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნები. მოცემული პერიოდი უკიდურესად არახელსაყრელია ბიზნესის გაფართოებისა და განვითარებისთვის-პირიქით, მეტად სავარაუდოა ფართომასშტაბიანი შემცირება თანამშრომლების, გაფიცვები და მასიური პროტესტი. პრაქტიკულად მთელი ივნისი სატურნისა და ნეპტუნის კვადრატურის გავლენის ქვეშაა (ზუსტი ასპექტი 18 ივნისი) შესაძლებელია სტიქიური უბედურებები: მიწისძვრები, წყალდიდობები, ცუნამები. იქნება ცხოველთა მასობრივად განადგურების ფაქტები. უკეთესია თავი შევიკავოთ შორი მოგზაურობისგან (განსაკუთრებით ზღვით). მოგზაურობისთვის, კრუიზისთვის, და საერთოდ დასვენებისთვის დამდეგ წელს ჯობია დავარეზერვოთ ტრადიციული, „სტანდარტული“ პერიოდი-მაგალითად შუა ივლისიდან შუა აგვისტომდე: ის იქნება უფრო ნაკლებ დონეზე ნეგატიური ასპექტების რეზონანსის გავლენის ქვეშ. სამწუხაროდ, უკვე აგვისტოს ბოლოს ეს კეთილგანწყობილი სურათი მკვეთრად შემობრუნდება.
1 სექტემბერს მოხდება მორიგი მზის დაბნელება. ასტროლოგიური გადმოსახედიდან ის ძალიან სამწუხაროდ გამოიყურება: მზისა და მთვარის შეერთება ქალწულში, მარსი და სატურნი მშვილდოსანში, ასევე ნეპტუნი თევზებში ქმნის უმძიმეს ტაუ კვადრატს. მთვარის კვანძების აქტიური მონაწილეობა ამ კონფიგურაციაში, ასევე შავი მთვარის ჩართულობა მისცემს მთელს სურათს ნამდვილ ბოროტებას და უმეტესად ფატალურ ხასიათს. მთვარის დაბნელება 16 სექტემბერს მოხდება არანაკლებ დრამატულ გარემოებებში: ტაუ-კვადრატს შექმნიან მზე ქალწულში, მთვარე თევზებში და მარსი მშვილდოსანში (უკანასკნელი წვერზე-მაქსიმალური გავლენის ზონაში). და მთელი ეს დრო კვლავ იმოქმედებს პრაქტიკულად ზუსტი კვადრატი სატურნი ნეპტუნისა. მთელი შესაძლო გამოვლინებები ამ დამანგრეველი პლანეტარული კონფიგურაციისა, რომ ჩამოვთვალოთ, არ გვეყოფა მთელი გვერდები, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ სექტემბერი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ წლის მეორე ნახევრის ცვლილებების წერტილი, არამედ ერთ ერთი ყველაზე დაძაბული თვე ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში.
მომაჯადოებელი დამთავრება
სექტემბრის ნეგატიური ფონი ბევრ რამეში გააგრძელებს ზეწოლას ოქტომბრის პირველი ნახევრის მოვლენებზეც, ამასთან დაიწყება დისონანსური ურთიერთქმედების გამოვლინება მარსისა თხის რქის ნიშანში გადასვლით-მზესთან, იუპიტერთან და მერკურისთან. თვის მეორე ნახევარს დაძაბავს მარსის მძიმე ასპექტები პლუტონთან და ურანთან. სხვათაშორის, იუპიტერი სასწორში (ის იქ 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 10 ოქტომბრამდე იქნება) ცოტათი მაინც შეამსუბუქებს საომარ მარსიანულ მტვერს, აქცენტის გაკეთებით დიპლომატიაზე და სამართლებრივი მეთოდებით კონფლიქტების მოგვარებაზე. იუპიტერის დგომა სამართლიანობის, ჰარმონიისა და წონასწორობის ნიშანში შეიძლება გვამცნობდეს მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებს და სასამართლო ხელისუფლების გავლენის გაზრდას, ის იქნება ხელსაყრელი ყველა სპეციალობის იურისტებისთვის, ასევე დიზაინერებისთვის, სტილისტებისთვის და ხელოვნებისთვის.
ნოემბერში სიჩქარე აკრეფილი იუპიტერი, თუნდაც დაძაბული ურთიერთქმედებით პლუტონთან, თანდათანობით აფორმირებს საკმაოდ პოზიტიურ ასპექტს (სექსტილი) სატურნთან, რომელიც დეკემბრის დასაწყისში მარსს მერწყულში და შექმნის საკმაოდ ჰარმონიულ და კონსტრუქციულ კონფიგურაციას. ეცადეთ გამოიყენოთ დეკემბრის პირველი დეკადა მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად, სასარგებლო კავშირების დასამყარებლად, „გონებრივი შტურმი“ და გარღვევა თქვენთვის მნიშვნელოვან სფეროში, და უბრალოდ წლის დასასრულს შედეგების შეჯამება. სამწუხაროდ, დეკემბრის მეორე ნახევარი გვპირდება იყოს არც თუ ისეთი ჰარმონიული, როგორც პირველი: იუპიტერისა და ურანის განმაცვიფრებელ ოპოზიციას სავსებით შეუძლია მთელი მსოფლიო ჩააგდოს შოკურ მდგომარეობაში, ქაოსში და განუკითხაობაში, სატურნი ურანის ტრიგონი კი მხოლოდ “ცეცხლზე ნავთს“ დაასხავს, იმპერატიულად იძულებით მოძველებულის ტრანსფორმაციისა (შეიძლება ლიკვიდაციაც კი) ან უბრალოდ აქტუალობა დაკარგული სტრუქტურისა. აი ასეთი, პლანეტა-გიგანტების, სიმფონიური აკორდებით მთავრდება მომავალი 2016 წელი.
2016: lady in red
კვლავაც, ჩემი ანგარიშით, რომ მსუბუქად ვთქვათ, არც ისე ოპტიმისტურია, მივცემ ჩემ თავს უფლებას და ვიტყვი ერთ ბრძნულ გამონათქვამს: „გაფრთხილებული ხარ-ესე იგი შეიარაღებული ხარ“, ასევე მინდა მოგცეთ რამოდენმე ასტროლოგიური რჩევა ახალ წელთან შესახვედრად.
როგორც წესი, დავიწყოთ ფერთა გამით. მარსის არქიტიპული ფერი-სისხლისფერი წითელი, ამიტომ ტანსაცმელში და დეკორაციებში მისაღები იქნება ყველა შესაბამისი შეფერილობა: ალისფერი, ხასხასა წითელი, ღვინისფერი, ლალისფერი და ბროწეულისფერიც კი (უკანასკნელი-კიდევ როგორც გასული წლის მმართველის-იუპიტერის პატივის მისაგებად).
ჩვენ ვხვდებით საომარ ღვთაებას, რომელსაც სავარაუდოდ მოეწონება შუშხუნები, ფეიერფერკები და პიროტექნიკური ნივთები (მხოლოდ ფანატიზმის გარეშე და საშუალო სიფრთხილით). მარსი-ცეცხლოვანი პლანეტა: მოამზადეთ სანთლები, სასურველია წითელი ფერის. საოჯახო ვერცხლი შეინახეთ მთვარის წლის შესახვედრათ, დამდეგი წლის მმართველი მეტალი ხომ კეთილშობილი ფოლადია. როგორც ცნობილია, მარსი მამაკაცის სიმბოლოა: მეომრის, მონადირის, მომპოვებლის. აი, ამიტომ მაგიდაზე აუცილებელია ხორცის სხვადასხვა კერძი, ამასთან სასურველია მუქი ფერის. ძალიან მისაღები იქნება გარეული ფრინველი. რეკომენდირებული სასმელი-მშრალი წითელი ღვინო, თუ ცოტა ძლიერი-კონიაკი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წლის ღამეს მარსი სტუმრობს სასწორს, ვენერას სასახლეში, შეიძლება დავუშვა ტრადიციული ბოკალი შამპანიური (სხვათა შორის, აქაც შეიძლება გავითვალისწინოთ-და უკეთესი იქნება ბრუტი).
ასტროლოგიაში მარსი მართავს ვერძს, რომლის დევიზიცაა: „მე ვარ“. ეს არის საკუთარი „მე“-ს ნიშანი, თვითრეალიზაცია და პირადი ღირებულებები, ამიტომ არ იქნება ცუდი თუ ვიფიქრებთ ზუსტად ჩვენ თავზე. შემიძლია შემოგთავაზოთ ასეთი რიტუალი. ახალი წლის დადგომამდე მოსინჯეთ თქვენი საკუთარი „გონებრივი შტურმი“: იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ, თქვენი აზრით გინდათ. იმედიტირეთ, ეცადეთ ეს წარმოიდგინოთ რაც შეიძლება მკაფიოდ. შემდეგ კი გულახდილათ უპასუხეთ თქვენ თავს შემდეგ კითხვებზე: როგორ შემიძლია მივაღწიო სასურველს? რას შეუძლია ამაში ჩემი დახმარება? რა-შემიშლის? ეს როგორ შეცვლის ჩემ ცხოვრებას? და, ბოლოს, ყველაზე მთავარი: მჭირდება კი ეს სინამდვილეში?