სტეიკები, კიბორჩხალები, ხილი, შემწვარი ქათამი, კრევეტები, ღვინო, ტკბილეული – ეს გახლავთ მცირე ჩამონათვალი, რისი მოთხოვნაც უკანასკნელ ტრაპეზად შეუძლია სიკვდილმისჯილ დამნაშავეს. ეს ტრადიცია, რომ უკანასკნელი სადილი მსჯავრდებულს საკუთარი სურვილის მიხედვით შეერჩია, დიდი ხანია არსებობს, მაგრამ 2011 წელს ტექსასში ეს წესი აიკრძალა. გთავაზობთ ტრაპეზის ჩამონათვალს, რომელიც სიკვდილმისჯილმა ადამიანებმა სასჯელის მიღებამდე უკანასკნელ საკვებად მოითხოვეს.
ველმა ბარდფილდი
სიკვდილით დასჯის თარიღი: 1984 წლის 2 ნოემბერი
მენიუ: დიდი ჩიფსების შეკვრა და ერთი ქილა კოკა კოლა.
თავიდან ველმა საკუთარი პარტნიორის მკვლელობაში იყო ბრალდებული, მაგრამ მოგვიანებით კიდევ ექვსი მკვლელობა აღიარა, მათ შორის საკუთარი ქმრის და დედის.
ჯონ უეინ გეისი
სიკვდილით დასჯის თარიღი: 1994 წლის 10 მაისი
მენიუ: მაგრად შემწვარი კრევეტები, KFC-ს ქათმის დიდი პორცია, ახალი ალუბალი და შემწვარი კარტოფილი.
გეისი ამერიკელი სერიული მკვლელი იყო, რომელმაც 33 ადამიანი მოკლა 1972 წლიდან 1978 წლამდე. ის ცნობილი იყო მეტსახელით ”მკვლელი მასხარა”, რადგან ბავშვების წვეულებაზე მასხარას კოსტუმში გამოდიოდა.
ადოლფ ეიხმანი
სიკვდილით დასჯის თარიღი: 1962 წლის 1 ივნისი
მენიუ: მშრალი წითელი ღვინო
ოტო ადოლფ ეიხმანი გერმანელი ოფიცერი და გესტაპოს თანამშრომელი ”ებრაული საკითხის” გადაწყვეტაში იყო ბრალდებული. ომის წლებში ეიხმანმა ოთხი მილიონი ებრაელი გაანადგურა.
სემი ფედლერ უმცროსი
სიკვდილით დასჯის თარიღი: 1999 წლის 15 დეკემბერი
მენიუ: ძროხის ღვიძლი, ათი ნაჭერი შემწვარი ქათამი, ათი ნაჭერი ბეკონი, ერთი ხახვი, თხუთმეტი შემწვარი კრევეტი, ატამი და ერთი ჭიქა რძე.
სემი ფედლერ უმცროსი 1975 წლის თებერვალს გაასამართლეს 42 წლის ჯეიმს ჰენქსის მკვლელობისთვის, რომელიც ქვედა კიდურების დამბლით იყო დაავადებული. ღამით ფედლერი მსხვერპლის სახლში შეიპარა ფულის მოსაპარად, მაგრამ ბინის პატრონს გაეღვიძა და საშველად ხალხის მოხმობა დაიწყო. პანიკაში ფედლერმა კაცი მაკრატლით დაჩეხა.
პოლ ნუნციო
სიკვდილით დასჯის თარიღი: 2000 წლის 15 ივნისი
მენიუ: ენჩილადასი და ბურიტო (ტრადიცული მექსიკური საკვები), შოკოლადის ნაყინი და მთლიანი კანტალუპი (გოგრისებრი ბოსტნეული).
ნუნციო 61 წლის პოლინა კროუნოვერის მკვლელობაში ცნეს დამნაშვედ. ნუნციო პოლინას სახლში შეიჭრა, ცემა, გააუპატიურა და მოკლა. შემდეგ კი სახლიდან ორი ტელევიზორი, ვიდეომაგნიტოფონი და ძვირფასეულობა მოიპარა.
ალენ ლი დევისი
სიკვდილით დასჯის თარიღი: 1999 წლის 8 ივლისი
მენიუ: კიბორჩხალას კუდი, შემწვარი კარტოფილი, შემწვარი კრევეტები, ექვსი უნცია შემწვარი მოლუსკი, ნახევარი პური და 32 უნცია ლუდი.
1982 წლის 11 მაისს ალენმა ფეხმძიმე ქალი და მისი ორი ქალიშვილი მოკლა. ქალი ცემაში მოკლა, მისი ცხრა წლის ქალიშვილი დააბა და ესროლა, მეორე 5 წლის გოგონა კი მაშინ მოკლა იარაღის გასროლით, როდესაც ბავშვი გაქცევას ცდილობდა.
დობი გილის უილიამსი
სიკვდილით დასჯის თარიღი: 1999 წლის 8 იანვარი
მენიუ: 12 ცალი კანფეტი და ნაყინი.
დობი გილისი სასიკვდილო ინექციის საშუალებით დასაჯეს ლუიზიანას შტატში სონი ნიპერსის მკვლელობისთვის. ბრალდების ვერსიით, უილიამსი კარლის სახლში შევიდა 1984 წლის 8 ივლისს და ქალი აბაზანაში მოკლა. უილიამსის ბრალეულობა საკამათოდ ითვლება. უკანასკნელ სიტყვად უილიამსმა განაცხადა: ”მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ არ ვბრაზობ. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი”.
ლუი ჯონს უმცროსი
სიკვდილით დასჯის თარიღი: 2003 წლის 18 მარტი
მენიუ: ახალი ხილი
1995 წლის 18 თებერვალს ჯონსი სან ანჯელოს საომარი ბაზის ტერიტორიაზე შეიჭრა, 19 წლის გოგონა იარაღის მუქარით გაიყვანა ბაზიდან, მიიყვანა სახლში, გააუპატიურა და შემდეგ მოკლა. ჯონსმა დანაშაული აღიარა.
გერი გილმორი
სიკვდილით დასჯის თარიღი: 1977 წლის 17 იანვარი
მენიუ: ჰამბურგერი, მაგრად მოხარშული კვერცხი, მოხარშული კარტოფილი, რამდენიმე ჭიქა ყავა და ვისკი.
1976 წლის 19 ივლისს გილმორმა გაქურდა და მოკლა მაქ ჯენსენი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა. მეორე დღეს მან გაქურდა და მოკლა სასტუმროს მენეჯერი ბენი ბუშნელი. მისი ბოლო სიტყვები იყო “მოდი, მალე დავამთავროთ”.
წყარო: http://www.ambebi.ge